ცბილია, რომ პრინცი ჰარი ქალების გულთამპყრობელია და მის გვერდით არც თუ ისე იშვიათად ჩნდებიან ლამაზი ქალბატონები. უცხოური პრესის ინფორმაციით, ჰარის ახალი რჩეული ჰყავს.
პრინცი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ქალბატონს, ათინა რასელ-ონასისს ხვდება. წყაროს ინფორმაციით, წყვილი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობს, ისინი ხშირად ჩნდებიან საერთაშორისო საცხენოსნო შეჯიბრებაზე, რომლითაც პრინცი ძალიან გატაცებულია და რომლითაც ათინა პროფესიონალურ დონეზეა დაკავებული.
ბოლო პერიოდში პრინცი ჰარი და ბერძენი ათინა მეგობრობდნენ, მაგრამ ქალის ქმართან განქორწინების შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. 31 წლის ათინა ონასისმა საკუთარი ქმარი ერთ-ერთი სპორტსმენის დასთან რომანში გამოიჭირა და მიუხედავად ათწლიანი ქორწინებისა, მას გაშორდა. სწორედ რთულ მომენტში ათინასთან ჰარი აღმოჩნდა.