"პოლიცია გამოიძახეს, მეზობელი მამაკაცი ცოლს ატირებსო..." - რომაული ამბავი, რომელსაც საზღვარი არ აქვს

"პოლიცია გამოიძახეს, მეზობელი მამაკაცი ცოლს ატირებსო..." - რომაული ამბავი, რომელსაც საზღვარი არ აქვს

"არ არსებობს და არ არსებულა უფრო დიდი სიკეთე, ვიდრე ადამიანების ბედნიერება და კეთილდღეობაა" - ფეისბუქზე გრიგოლო გეგლია ავრცელებს ფოტოს, რომელსაც ძალიან თბილი ისტორია ახლავს.

"რომში პოლიცია გამოიძახეს, მეზობელი მამაკაცი ცოლს ატირებსო. ადგილზე მისულმა პოლიციამ კი აღმოაჩინა, რომ მოხუცი წყვილი, რომელიც 70 წელია ერთად ცხოვრობს, მარტოობით იმდენად გადაღლილა, რომ ხნიერი ქალი მთელი ხმით ქვითინებდა.

და რა ქნეს კარაბინიერებმა? ადგნენ და ყველაზე ჭეშმარიტი გაგებით საჯარო სამსახურს მიჰყვეს ხელი. ერთმა სახელდახელოდ ვახშამი გაამზადა, დანარჩენები კი ამასობაში მოხუცებს საუბრით ართობდნენ!

არ არსებობს და არ არსებულა უფრო დიდი სიკეთე, ვიდრე ადამიანების ბედნიერება და კეთილდღეობაა. სწორედ ამას ჰქვია საჯარო სამსახური (და სწორედ ამას უნდა ერქვას პოლიტიკაც ყველგან და ყოველთვის). უღრმესი მადლობა ძვირფას Darejan Kikoliashviliს ამ ლამაზი რომაული ამბისათვის" - წერს გრიგოლ გეგელია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს