სად უნდა ეძებოთ თქვენი იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სად უნდა ეძებოთ თქვენი იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სიყვარული ისეთი თემაა, რომელზე მსჯელობაც შორს წაგვიყვანს და არც ჩვენი საიტის ფორმატი გახლავთ შესაბამისი ფილოსოფიური საუბრებისთვის განკუთვნილი. თუმცა, თუკი ასტროლოგიურად მოვუძებნით ნებისმიერ მოვლენას ახსნას, უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, რომ იქნებ იქ არ ვეძებთ იმ ერთადერთს და განუმეორებელს ვინც ჩვენი "ჭეშმარიტი მეორე ნახევარია"? ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ მეუღლეები ხშირად საერთო ინტერესების სფეროს გავლენითაც ახერხებენ ხანგრძლივად შეინარჩუნონ ჰარმონია ოჯახში... ამიტომ შესაფერისი პარტნორის მონახვაც ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე შეგიძლიათ სცადოთ... მერწმუნეთ ხშირ შემთხვევაში ეს მართლაც ამართლებს.

ვერძი თუ ხართ ე.ი. მამაცი, უშიშარი და ენერგიული ადამიანებით იხიბლებით. ეძებეთ თქვენი რჩეული სპორტსმენებსა და მოცეკვავეებს შორის, სამხედრო პოლიგონზე, გოლფის მოედანზე ან სულაც მოტო-მოყვარულთა კლუბში.

კუროს მშვიდი და გაწონაწორებული ხალხი მოეწონება. ამასთან ფინანსურად შემდგარი და არამფლანგველი. საუკეთესო ვარიანტი მეორე ნახევრის მოსაძებნად არის ბანკი, საფინანსო ორგანიზაციები, ასევე კულინარიის კურსები (ცნობილი ფაქტია, კუროები გურმანები არიან ბუნებით) ან პიკნიკი მეგობრებთან ერთად, მწვანე გარემოში კუროს მმართველი პლანეტა ვენერა ერთიორად იღვიძებს. ზემოხსენებული ვენერაა ზუსტად სიყვარულზე პასუხისმგებელიც.

ტყუპი თუ ხართ ცვალებადი, მოუსვენარი და ინტელექტუალურად საინტერესო პარტნიორი გესაჭიროებათ. ეძებეთ იგი ჟურნალისტებს, მწერლებს, ლიტერატურულ კრიტიკოსებს შორის. არანაკლებ მომგებიანია მეორე ნახევარის ძიება ავტომრბოლელთა შორის, იმიტომ რომ ავტომობილები ნებისმიერი ტყუპის სისუსტეა.

კირჩხიბი თუ ხართ ოჯახის, სიმშვიდისა და სიმყუდროვის მოყვარული პარტნიორი გესაჭიროებათ. იგი აუცილებლად უნდა წააგავდეს რაღაცით თქვენს მშობლებს და რაც მთავარია, ამ უკანასკნელთა მოწონება უნდა დაიმსახუროს. ყველაზე ნაცადი გზა მეორე ნახევრის პოვნის სანათესაო წრეში გამართული შეხვედრებია. შესაძლოა, საბედო რომელიმე საგვარეულო დღესასწაულზეც გაიცნოთ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს