მეცნიერებმა პლანეტის ყველაზე სასტიკი მტაცებელი გამოავლინეს - გაგიკვირდებათ, რა არის ის...

მეცნიერებმა პლანეტის ყველაზე სასტიკი მტაცებელი გამოავლინეს - გაგიკვირდებათ, რა არის ის...

კანადელმა მეცნიერებმა ვიქტორიის უნივერსიტეტიდან, შეადგინეს პლანეტის მტაცებლების რეიტინგი. ამის შესახებ ჟურნალი Science წერს. კვლევის შედეგების მიხედვით, პლანეტაზე ყველაზე აგრესიული და სახიფათო მტაცებელი... ადამიანია.

სუპერმტაცებელი, როგორც მეცნიერებმა უწოდეს, გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა ლომსა და მგელზე და აგრეთვე გაუსწრო ზვიგენის მაჩვენებლებს წყლის ბინადართა შორის.

მეცნიერებმა გამოიანგარიშეს, რომ ადამიანი 14-ჯერ მეტ თევზს მოიპოვებს, ვიდრე ზღვის მტაცებლები და 9-ჯერ მეტ ცხოველს კლავს, ვიდრე ხმელეთის ნებისმიერი მტაცებელი. გარდა ამისა, ორიათასზე მეტი სახეობის ხმელეთის და წყლის მტაცებლების კვლევისას, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ადამიანის ნადირობამ და თევზაობამ უდიდესი ცვლილებები გამოიწვია ბუნებრივ სამყაროზე.

კვლევის ხელმძღვანელის კრის დარმონტის თქმით, ადამიანი თავის ქცევით ველური ბუნების მრავალ კანონს არღვევს. მაგალითად, მტაცებლები ცდილობენ თავს დაესხან პატარა, ავადმყოფ ან დაჭრილ ცხოველებს. ადამიანები კი ხშირად ჯანმრთელ ცხოველებზე ნადირობენ, რაც პოპულაციას ანადგურებს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს