გორის აუზი ოქრუაშვილის მეგობრის სასარგებლოდ დააყადაღეს

გორის აუზი ოქრუაშვილის მეგობრის სასარგებლოდ დააყადაღეს

შიდა ქართლის პროკურატურის შუამდგომლობით გორის სასამართლომ გორის საცურაო აუზი დააყადაღა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

მერიის წარმომადგენლის ცნობით, ქონების დაყადაღების შემდეგ, ქალაქის ბიუჯეტიდან საცურაო აუზისთვის თანხების დახარჯვა უკვე შეუძლებელია.

შუამდგომლობის მომთხოვნი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი გია გიგუაშვილია, რომელსაც 2008 წელს, სწორედ, ოქრუაშვილის მეგობრობის გამო, პროკურატურამ ეს ქონება წაართვა.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო მერიისგან გორის საცურაო აუზის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს. ამჟამად, აუზი მერიის ბალანსზეა.

ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ამჟამინდელი მთავარი პროკურორის მოთხოვნით, ქონების გადაცემას ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრისთვის აპირებს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა