რა ვითარებაა ბორჯომში სტიქიიდან 4 დღის შემდეგ

რა ვითარებაა ბორჯომში სტიქიიდან 4 დღის შემდეგ

ბორჯომში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე ადგილზე აკვირდებიან. ამ დროისთვის ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ბორჯომის პარკის ზედა ნაწილში.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერ უცნობია, თუმცა, როგორც გარემოს დაცვის მინისტრი აცხადებს, გარემოსთვის მიყენებული ზიანი წინასწარი მონაცემებით რამდენიმე ასეულ კუბს აღწევს.

"ზარალი უნდა დავთვალოთ. წინასწარი ინფორმაციით, ის რამდენიმე ასეულ კუბს აღწევს, თუმცა ამ რესურსსაც ჩვენ გამოვიყენებთ ისევ და ისევ მოსახლეობისთვის. გადავცემთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს როგორც საშეშე მერქანს, ასევე გამგეობასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, რა თქმა უნდა, პირველი ხარისხის მერქანსაც", - განაცხადა აგულაშვილმა.

თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ დაზიანებული სახლების აღდგენითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

"პარკის ზედა ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს წაქცეული ხეების დამუშავება და გამოტანის პროცესი. ჩვენი ვარაუდით ორ დღეში პარკის ზედა ნაწილი უნდა გაიხსნას. რაც შეეხება დაზიანებულ სახლებს - უკვე გაკეთებული გვაქვს სპეციალური სია, როგორც დაზიანებული მრავალბინიანი ასევე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების და ალბათ უკვე ხვალიდან, პროექტირებისა და ხარჯთაღრიცხვის შემდეგ, დაიწყება აღდგენითი სამუშაოები", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა