ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის გამო ხილიანზე მდებარე აფთიაქი 12 ათასი ლარით დაჯარიმდება

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის გამო ხილიანზე მდებარე აფთიაქი 12 ათასი ლარით დაჯარიმდება

ხილიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტი დაფიქსირდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექციის სამმართველოს უფროსმა ნანა საშიაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ისინი აღნიშნულ აფთიაქში იმყოფებიან.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს განმეორებით დარღვევას, რის გამოც აფთიაქს სხვა სანქციებთან ერთად 12 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ რეგულაციები გაამკაცრა. ფარმაცევტს პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში პროფესიული საქმიანობა სამი, ხოლო მეორე ჯგუფის გაცემის შემთხვევაში, ერთი წლით შეეზღუდება. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, გამკაცრდება მონიტორინგიც.

"მონიტორინგი იმუშავებს 24/7 საათიან რეჟიმში, იქნება მორიგე და გეგმური შემოწმების გარდა, ცხელ ხაზზე 15 05-ზე შესულ შეტყობინებებზე, სადაც ადგილი ჰქონდა ასეთ ქმედებას, დაუყოვნებლივ გავა მონიტორინგის ბრიგადა და ადგილზე მოახდენენ რეაგირებას", - განაცხადა სერგეენკომ.

ასევე წაიკითხეთ: "ათეულობით გარდაცვლილი თინეიჯერი და საგანგაშოდ მძიმე ვითარება" - რას პასუხი აქვს ჯანდაცვის მინისტრს სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემაზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ