საოცარი სახლი, რომელიც სამოგზაუროდ შეგიძლია ”ატარო” - მისი ინტერიერი გაგაოცებთ!

საოცარი სახლი, რომელიც სამოგზაუროდ შეგიძლია ”ატარო” - მისი ინტერიერი გაგაოცებთ!

პატარა მაგრამ მყუდრო და მოსახერხებელი, სწორედ ასე შეიძლება დავახასიათოთ ორიგინალური სახლი ბორბლებზე. სულ რაღაც 22 კვადრატულ მეტრში მოახერხეს არქიტექტორებმა ამ კომპაქტური სახლის მოწყობა. აქ არის ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება.

მიუხედავად ამ სახლის მცირე ზომისა, დიზაინერებმა მოახერხეს და განათავსეს სახლში სამაზარეულო, მისაღები ოთახი, საძინებელი, სრულყოფილი აბაზანა. თან ყველაფერი ძალიან გემოვნებით არის გაკეთებული და ბინაც საკმაოდ მყუდროა.

ეს სახლი განთავსებულია ბორბლებზე, რაც მისი უპრობლემოდ გადაადგილების საშუალებას იძლევა. სამზარეულო პოდიუმზეა, პოდიუმის ქვეშ კი მოძრავი კონსტრუქციაა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მაგიდად იქცევა. ამ მაგიდაზე 8 ადამიანი ეტევა.

სახლის ერთ მხარეს განთავსებულია შუშის გასაწევი კარი, მეორე მხარეს კი - ხის,რომელიც ვერანდის ფუნქციასაც ასრულებს. სახლი საკმაოდ ძვირი ღირს, ფასი სტარტს 79.000 დოლარიდან იღებს, თუმცა თუ ამ სახლის მომავალი მფლობელი ტექნიკასაც იყიდის, მას 95.000 დოლარი დაუჯდება. ეს ნამდვილი იდილიაა ბორბლებზე.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს