"ლიპო, აწიე თავი!" - როგორ ამხნევებენ ქართველები ვარლამ ლიპარტელიანს ვერცხლის მედლის შემდეგ

"ლიპო, აწიე თავი!" - როგორ ამხნევებენ ქართველები ვარლამ ლიპარტელიანს ვერცხლის მედლის შემდეგ

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ლიპარტელიანი იაპონელ მაშუ ბეიკერთან ერთი იუკოთი დამარცხდა. ვერ მოვახერხე ის, რაზეც ამდენი ხანი ვოცნებობდი და რაც ჩემი დიდი სურვილი იყო, - ამის შესახებ ოლიმპიური თამაშების რიო 2016-ის ვერცხლისმედალოსანმა, ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალის შემდეგ განაცხადა. ატირებული ძიუდოისტის კადრებმა სოციალური ქსელები მოიარა. ქართველები სპორტსმენს ემოციურ გამამხნევებენ კომენტარებს უძღვნიან:

იხილეთ ვიდეო

ეკა ბერიძე:

მაგარი ბიჭი!

მანიკა ასათიანი:

ერის სიამაყე ! როგორ ტირის! გულდასაწყვეტია ნამდვილად! ძალიან ცოტა დააკლდა გამარჯვებამდე, მაგრამ ვერცხლის მედალიც ძალიან საამაყოა!

ნინო ზურიაშვილი:

მადლობა შენ!

დიანა ტრაპაიძე:

კარგი ბიჭი!

ეკატერინე საათიშვილი:

გაიხაროს ამან!

თინა ხიდაშელი:

თავი ამაყად აწიე ვარლამ!

მთელი საქართველო გიყურებს ეხლა და ამაყობს შენით.

ვარლამ ლიპარტელიანს ოლიმპიურ მედალს ვულოცავ.

ბევრი არ დადის ამ სამყაროში ვისაც შეუძლია შენსავით ამაყად თავაწეულმა იაროს!

ამაყად ახედე დროშას და გაუღიმე!

ეს გამარჯვების ღიმილი უფრო ჭირდება დღეს შენს ქვეყანას!

ეკა ხოფერია

მე სულ ვამბობ, რომ კველაზე მაგარი ბიჭები გვყავს საქართველოში და როდესაც იწკებენ " გრუზინი" ბიჭების ტრენდულ კრიტიკას, ვპასუხობ, რომ ჩემს ირგვლივ სულ კარგები არიან. ჰოდა ა ბატონო, ლიპოც და სხვა ოლიმპიელები!

ინგა გრიგოლია:

ვაიმე,გადამიყოლა ამ ოლიმპიადაზე ნერვიულობამ და დამახრჩო ემოციებმა..

ირაკლი ტაბლიაშვილი:

მადლობა ვარლამ ლიპარტელიანს!

ვახ!

გია როინიშვილი:

ვარლამ ლიპარტელიანი-ვერცხლის მედალი! მივულოცოთ ჩვენს ფალავნს!

ცოტნე გამსახურდია:

აბა, როგორ არ უნდა შეიგინო? ვარლამ ლიპარტელიანის ცრემლებს ვუყურებდი ახლა და ვიფიქრე: ასე მომთხოვნი პოლიტიკოსების მიმართ რომ ყოფილიყავით, ამდენი წელი ასეთ ნაგავში არ იქნებოდით! მაგრამ ძიუდოისტისგან განსხვავებით იმათ არც ნამუსი აქვთ, და თქვენი ფსიქოლოგიაც კარგად იციან, რომ არავითარი ანგარიში არ უნდა გაგიწიონ და ყველაფერი ხახვივით შერჩებათ!

გოგა ჩანადირი:

ლიპო, აწიე თავი!

ოქრო იქით იყოს, შენ ხარ კაცი, შენ ხარ საქართველოს სიამაყე. შენი ვერცხლი ჩვენთვის დიდი სიხარულია.

ვიცი, შენზე მეტად არავის უნდოდა ოქრო, მაგრამ შენ მაინც შეძელი საქართველოს დროშა აგეწია.

ლიპო, აწიე თავი!

არჩილ თოფურია:

ლიპო, თავი აწიე და იმ ათეულ ქვეყნებს ზემოდან გადახედე ოლიმპიური ვერცხლი არასდროს რომ არ ღირსებიათ!

ვალერი ხორგუაშვილი:

მადლობა კაპიტანო...

შენ ღირსეული და სამაგალითო ადამიანი ხარ. ამაყობს საქართველო შენით. ოქრო კაცი ხარ და ვერცხლი გიხდება. მუდამ წარმატებული ნაბიჯებით გევლოს ცხოვრებაში. შენ გმირი ხარ...

სოფიო სულაბერიძე:

ყველაზე მაგარი ვერცხლი და ბრინჯაო გვაქვს! გუშინწინ ბრინჯაო, დღეს ვერცხლი, ხვალ ან ზეგ ოქრო და ოქროო და ოქროო, ოქრო ბიჭები არიაააან ოქროოოოოო!!!!

დავით სილაგაძე:

ეს იყო იაპონელის მხრიდან ღლეტიაობა და გაქცევა ბრძოლის ველიდან.. იცვლება წესები და სხვა გვარად ვერ მოიგებს ესე კრისულად კაცი) იმ დარჩენილ ბოლო 6 წამში უნდა მიეცა ზუსტად კიდევ გაფრთხილება. ბოლო წუთი ფაქტიურად დარბოდა იაპონელი.. ეს წაგება ლაჩრულ მოგებას სჯობდა) აი ვარლამს რომ ეგრე მოეგო იგივეს ვიტყოდი, მესმის ოლიმპიადაა მასე გუშინ ავთოსაც შეეძლო ერბინა ორ შიდოს იგებდა 1 წუთი უკლდა

ედუარდ აფრასიძე:

შენს ვაჟკაცობასთან მთელი იაპონია და მათი მხარდამჭერები ერთად აღებული ახლოს ვერ მოვა....

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიადაზე ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ბრინჯაოს მედლის მფლობელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.

იხილეთ ასევე: "ათრია ტატამზე რუსი! მადლობა, შე კაი კაცო!" - რა ხდებოდა "ფეისბუქზე", როცა შავდათუაშვილმა იარცევი დაამარცხა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს