ბავშვი-ქალთევზა, რომელმაც 10 ბედნიერი წელი იცოცხლა

ბავშვი-ქალთევზა, რომელმაც 10 ბედნიერი წელი იცოცხლა

საოცარი ისტორია აქვს "ქალთევზას სინდრომით" დაბადებულ პატარა გოგონას, რომელიც უფროსივით მსჯელობდა ცხოვრებაზე. უხაროდა ყოველი დღის გათენება, მშობლებთან ერთად სეირნობა და პეპლებზე დაკვირვება.

ამერიკელი გოგონა შაილო პეპინი უიშვიათესი სინდრომით - სირენომელიით, ანუ შეზრდილი ფეხებით, 1999 წელს ამერიკაში დაიბადა. ექიმებმა დაბადებისთანავე აღნიშნეს მისი უჩვეულობა, ფეხები ქალთევზას კუდს მიუგავდა. ეს სენი იშვიათად ვლინდება და ხშირად ფატალურად მთავრდება. მსოფლიოში სულ რამდენიმე ადამიანია ცნობილი ასეთი სინდრომით. შეილო ერთ-ერთი იმათთაგანი იყო, თუმცა, ერთადერთი, რომელმაც 10 წელი იცოცხლა. მშობლებს უკვე სჯეროდათ, რომ მათმა გოგონამ ყველა სირთულე დაძლია და ბედნიერი წლები ელოდა წინ...

შაილო პეპინი შეზრდილი ფეხებით დაიბადა. მას არ ჰქონდა შარდის ბუშტი, სწორი ნაწლავი, საშვილოსნო, გენიტალიები, ორი თირკმლის ნაცვლად მხოლოდ ერთის მეოთხედი ჰქონდა. ექიმების დახმარებით გოგონამ ჯერ რამდენიმე დღე იცოცხლა, შემდეგ - კი 10 წელი. შაილომ რამდენიმე ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. მათ შორის, თირკმლის გადანერგვა.

გაგრძელება+ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს