გიორგი II-ის მოჭრილი მონეტა, რომელიც ნამდვილი შედევრია

გიორგი II-ის მოჭრილი მონეტა, რომელიც ნამდვილი შედევრია

გიორგი II (1565-1585) იმერეთის მეფემ ხანგრძლივად იმეფა. მიუხედავად ქვეყნის დაქსაქსულობისა, იგი შედარებით ძლიერი ხელმწიფე იყო. გიორგი II-ის ოფიციალური ტიტულია "მეფეთ-მეფე". მიუხედავად იმისა, რომ XVI საუკუნეში საქართველო დანაწევრებულია, ამას არ ურიგდებიან ქართველი მეფე-მთავრები და ყველა ცალ-ცალკე იბრძვის გაერთიანებისთვის.

გიორგი II-ის მოჭრილი მონეტა ნამდვილი შედევრია - განცვიფრებას იწვევს ლითონის მცირე ფირფიტაზე დატანილი ქართველი მეფის პორტრეტი, რომელიც ზუსტად იმეორებს გელათის ფრესკაზე აღბეჭდილ მისივე გამოსახულებას. წარწერაც დახვეწილია და ტექნიკური და მხატვრული თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი, ვიდრე მისი თანადროული მონეტები. ლითონის სინჯი და წონაც უფრო მაღალია. იმერეთის მეფე გიორგი II-ის მონეტები გვიდასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში XVI საუკუნის მიწურულამდე ეროვნული ხასიათის ქართული მონეტების მოჭრა არ შეწყვეტილა.

ვერცხლი. გიორგი II (1565-1585). იმერეთის მეფე

Av. გვირგვინოსანი მეფე.

Rv. ქართული ასომთავრული ზედწერილი: "მეფე გიორგი".

გაიგეთ მეტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" შესახებ

გამოიწერეთ მონეტების წიგნი-ალბომი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს