რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ რეცხვის პროცესი - საინტერესო რჩევები დიასახლისებს

რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ რეცხვის პროცესი - საინტერესო რჩევები დიასახლისებს

როგორ გავამარტივოთ რეცხვის პროცესი და თავიდან ავირიდოთ შეცდომები, რომლებსაც ძირითადად ვუშვებთ? ამის შესახებ პასუხს ქვევით წაიკითხავთ.

შეცდომა 1: ლაქების ამოყვანის ინტესიური მცდელობები

ინტენსიური მცდელობები ამოიყვანოთ ლაქები იწვევს მატერიის გაცვეთას, ხოლო ლაქა შეიძლება სამოსში გაჯდეს. ასეთ დროს საჭიროა ნაზად და მეთოდურად მოქმედება. ეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად შეუდგეთ ლაქის ამოყვანას. გამოიყენეთ თეთრი ნაჭრის საწმენდი, რათა დალაქავებული ადგილი კიდევ სხვა ფერით არ გააჯეროთ.

შეცდომა 2: ზედმეტად ბევრი სარეცხი ფხვნილის გამოყენება

ზედმეტი ოდენობის სარეცხი ფხვნილი ტანსაცმლიდან არ გამოდის. მისი შემცველობა შეიძლება საყელოზე, ნაკერებში ან ნაკეცებში დარჩეს. გამოიყენეთ იმ რაოდენობის ნახევარი, რასაც ჩვეულებრივ ხმარობთ რეცხვისას.

შეცდომა 3: ელვა შესაკრავის სანახევროდ შეკვრა

რკინის კბილებმა რეცხვის პროცესში შეიძლება ნაჭერი დააზიანოს, ამიტომ ყოველთვის ბოლომდე შეკარით ხოლმე.

შეცდომა 4: პერანგების შეკრული ღილებით რეცხვა

ამან შეიძლება ღილების დამსხვრევა გამოიწვიოს, ამიტომ ყოველთვის გახსენით და ისე გარეცხეთ ღილებიანი სამოსი.

შეცდომა 5: სარეცხი მანქანის არასწორი ავსება

სარეცხ მანქანაში რეცხვისას შემდეგნაირად უნდა დაიცვათ წესრიგი: ჯერ დებთ სამოსს, შემდეგ ასხამთ წყალს, ბოლოს ყრით სარეცხ ფხვნილს. მხოლოდ ასე მიიღებთ საუკეთესო შედეგს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს