მსოფლიოს ყველაზე უცნაური რელიგიები

მსოფლიოს ყველაზე უცნაური რელიგიები

რელიგია აერთიანებს ხალხს, რომელთაც საერთო რწმენა აქვთ. დღეს წარმოგიდგენთ ისეთ უცნაურ კონფესიებს, რომელთა გაცნობის შემდეგ ნამდვილად გაოცებული დარჩებით.

ევთანაზიის ტაძარი

დედამიწის მოსახლეობის ზრდამ და მათში მორალური ღირებულებების კლებამ დაუდო საფუძველი ევთანაზიის რელიგიის შექმნას. ეს რელიგია მოუწოდებს თავის მრევლს: "გადაარჩინე პლანეტა, მოიკალი თავი".

რასტაფარიანიზმი

რასტაფარიანელებს წამთ, რომ ღმერთი ეთიოპიელი მეფე ჰაილე სილასაი იყო. ამ რელიგიური მოძრაობის მიზანია აფრიკის ღირსების აღდგენა მას შემდეგ, რაც ქვეყანას საკუთარი იდენტობა დააკარგვინა კოლონიალიზმმა. ისინი უარყოფენ მატერიალისტურ სამყაროს. რასტაფარიანელები გმობენ ალკოჰოლის მიღებას, სამაგიეროდ ეტანებიან მარიხუანას და ატარებენ დრედებს. ყველაზე ცნობილი რასტაფარიანელი მსოფლიოში გახლდათ იამაიკელი მომღერალი ბობ მარლი.

რაიელიზმი

ეს კონფესია კლოდ ვორილჰონმა 1974 წელს დააარსა. რაიელიანებს სწამთ, რომ ადამიანები უცხოპლანეტელების მეშვეობით გაჩნდნენ. ისინი ნაცისტურ ბორჯღალს რელიგიურ სიმბოლოდ იყენებენ, რის გამოც დიდი პრობლემები შეექმნათ ისრაელში.

იგლესია მარადონიანა

არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას ფანებმა შექმნეს მისი რელიგია 1998 წელს და მას ამჟამად მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს სამოცი ქვეყნის მასშტაბით. მათთვის წელიწადის ათვლა არა ქრისტეს შობიდან, არამედ მარადონას დაბადების დღიდან, 1960 წლიდან იწყება.

ქრისტეს სხეული

კეროლ ბალიზეს მიერ დაარსებული რელიგიური კონფესია უარყოფს მეინსტრიმული საზოგადოების "შვიდ სისტემას", მათ შორის განათლებას, სახელმწიფოს, ბანკებს და რელიგიას. აგრეთვე მედიცინას, მეცნიერებას და გართობას. 2002 წელს ქრისტეს სხეულის პასტორმა რობიდუმ და მისმა მეუღლემ საკუთარი შვილი აშიმშილეს. როგორც მოგვიანებით სასამართლოში განაცხადეს, ისინი ღმერთის ნიშანს ელოდებოდნენ, რომ ბავშვი დაეპურებინათ. ამ ფსევდო ქრისტიანულ კულტს აგრეთვე წამს რწმენით განკურნების.

მომზადებულია listverse.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს