რას წერენ "ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებზე ფეისბუქზე - "კანის და გატუზოს დაიმატებდა კაცი..."

რას წერენ "ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებზე ფეისბუქზე - "კანის და გატუზოს დაიმატებდა კაცი..."

"ქართულმა ოცნებამ" 15 აგვისტოს თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები მთაწმინდის პარკში გამართულ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა.

კანდიდატების წარდგენას საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. სპორტსმენები, მომღერლები, მსახიობები - "ქართული ოცნება" ამჯერადაც ვერ აცდა საარჩევნო სიაში ცნობადი სახეების დასახელებას.

ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა შესაძლო მაჟორიტარების რიგში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის დანახვა. მის გარდა, სიაში კიდევ რამდენიმე სპორტსმენია: ვეტერანი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე, ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი. სპორტსმენების გარდა, მაჟორიტარობის კანდიდატების რიცხვში არიან: "ვაკის პარკის" სოლისტი ზაზა ხუციშვილი, "რა? სად? როდის?" წამყვანი გიორგი მოსიძე, მსახიობი და ამ მოწვევის პარლამენტის წევრი ზაზა ხუციშვილი და სხვები...

"ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას ეხმაურებიან "ფეისბუქზე":

დავით კლდიაშვილი, იურისტი

მომავალი პარლამენტის თავმჯდომარეს ხელში ჩაქუჩის მაგივრად "შვიშტოკი" უნდა ეჭიროს

გოგა ხაჩიძე, ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი"

ისეთი პირი უჩანს, მომავალ პარლამენტში ყველა დებატის ბოლოს პარლამენტარები მაისურებს გაცვლიან.

მერაბ მეტრეველი, პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის"

"ოცნებამ" თბილისში იმდენი სპორტსმენი დაასახელა, თუ სინდისი აქვთ, აწი წინასაარჩევნო შეხვედრებზე მინიმუმ ძუნძულით მაინც უნდა "იარონ ".

დავით ნინიკაშვილი, ჟურნალისტი

კარში ვინ ჩადგება, გოლკიპერი არ გინდათ?

თამარ ჩერგოლეიშვილი, "ტაბულას" დირექტორი

ფედერაცია ხო დაამშვენა - ხალხს აფსმევინებდა და აჭერინებდა, იქამდე რომ მიბობღებულიყო, ახლა პარლამენტი უნდა რომ დაამშვენოს მისი კანონშემოქმედებითი საქმიანობით. კაი კაცი ჩანს P.S. რეზო არველაძეც პრინციპული კაცია, პატივისცემას რომ დაიმსახურებს, ისეთი.

ირაკლი ღლონტი, პარტია "რეფორმატორები"

"ქართული ოცნების'' მიერ დასახელებული 22 კანდიდატიდან ჩემი შეფასებით მეტ-ნაკლებად მისაღებია მხოლოდ 7 კანდიდატი (კობა კობალაძე, ილია წულაია, მამუკა მდინარაძე, ზაზა გაბუნია, გიორგი მოსიძე, მარიამ ჯაში და სოფო კილაძე). რაც შეეხება დანარჩენ 15 კანდიდატს, პირადად მე ვერ ვხედავ მათ საჭიროებას საქართველოს პარლამენტში, უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ 15-ივე კანდიდატი არის უინტერესო სახე და ჩვენმა დედაქალაქელებმა მათ არ უნდა დაუჭიროს მხარი.

სალომე ასათიანი, ჟურნალისტი

მოცეკვავეები, მოფარიკავეები, მშვილდოსნები, ბოდიბილდერები, ბალახის ჰოკეისტები და ბოულინგის ოსტატები რატომ ვერ ხვდებიან ხოლმე პარლამენტში მაჟორიტარებად? მსახიობებს, ფეხბურთელებს, მომღერლებს და მოჭიდავეებს რატომ აქვთ პრივილეგიები? დისკრიმინაცია!

"ოცნების" სიას იუმორით ეხმაურებიან ფეისბუქმომხმარებლები. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს ფეისბუქიდან:

"ესენი მგონი ოლიმპიადაზე მიდიან"

"სამწუხაროა არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს რომ არ შეუძლია მონაწილეობის მიღება, თორე კანის და გატუზოს დაიმატებდა კაცი"

"პარლამენტი სპორტის სასახლეში ან ფილარმონიაში რომ გადაიტანოთ არა?"

"თქვენ თუ ფეხბურთის თამაში გინდათ მაგისთვის სტადიონია"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს