"თუ დაუდევრობა იყო, გაძლევთ პირობას, პასუხს აგებენ" - თავდაცვის მინისტრი დაკარგული სამხედროების მშობლებს

"თუ დაუდევრობა იყო, გაძლევთ პირობას, პასუხს აგებენ" - თავდაცვის მინისტრი დაკარგული სამხედროების მშობლებს

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძე გონიოში ჩავიდნენ და ორი დაკარგული ჯარისკაცის სამძებრო ღონისძიებებს გაეცნენ.

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაკარგული სამხედროების მშობლებს გაესაუბრნენ.

ერთ-ერთის მშობელმა, იაგო შარაძემ ლევან იზორიას უთხრა, რომ მისი შვილი კარგად ცურავდა და სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ინსტრუქტორის მხრიდან უყურადღებობას.

"ხომ შეიძლებოდა მასწავლებელს მიექცია ყურადღება? - უბრალო უყურადღებობამ დამიღუპა შვილი. აქვე გაიზარდა ჩემი შვილი, ძალიან ძლიერი მოცურავე იყო, მას არაფერი არ შეეშლებოდა", - აღნიშნა იაგო შარაძემ.

როგორც ლევან იზორიამ მშობლებს განუცხადა, პირად კონტროლზე ჰყავს საქმე აყვანილი და გამოძიება დაადგენს მომხდარის მიზეზებს.

"გამოძიება დაიწყო და მიზეზებს დავადგენთ. თუ ეს იყო დაუდევრობა, ბუნებრივია, პასუხს აგებენ, გაძლევთ პირობას. ახლა მთავარი ამოცანაა სამაშველო ოპერაცია მივიყვანოთ ბოლომდე. ამერიკელებიც აქ არიან, თურქულ მხარეს ვთხოვეთ დაგვეხმარონ, მათ აქვთ გამოცდილება მსგავსი ღონისძიებების. პირად კონტროლზე იქნება ეს საქმე, ძალიან გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო", - აღნიშნა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი გონიოში თავდაცვის სამინისტროს თანამშრონლებთან ერთად ოპერატიულ თათბირზე შეიკრიბნენ.

"გადმოვიდა კაცი, რომელიც საჭესთან იჯდა და მამა არ მოკვდეო, ყვიროდა" - რუსთავში პატრულმა 2 წლამდე ბავშვი გადაარჩინა

"როდესაც დავინტერესდი ჩემი პერსონაჟის ბედით, მაშ, იქნებაო, მითხრა ირაკლიმ" - ნიკა ქავთარაძე ჩცდ-ს ახალი სეზონზე

"სასიამოვნო ამბავი მაქვს... კოვიდინფექცია ზოგიერთი სიმსივნის დროს, მავნე კი არა, სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს" - გიორგი ღოღობერიძე