იბტიჰაჯ მუჰამადი - პირველი ამერიკელი ოლიმპიელი ჰიჯაბით

იბტიჰაჯ მუჰამადი - პირველი ამერიკელი ოლიმპიელი ჰიჯაბით

იბტიჰაჯ მუჰამადის დედა ყვება, რომ ნიუ-ჯერსის სკოლაში მისი შვილი დადიოდა ცურვაზე, სოფტბოლზე, მძლეოსნობასა და ფრენბურთზე. ოჯახში თვლიდნენ, რომ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა იბტიჰაჯს, მის სამ დასა და ერთ ძმას სასკოლო ცხოვრებაში ადაპტირებაში დაეხმარება.

პრობლემა ის არის, რომ რელიგია იბტიჰაჯს ჩვეულებრივი სპორტული ფორმის ჩაცმას უკრძალავდა. ფრენბურთს ის ლეგინსებსა და პერანგში თამაშობდა, ხოლო ჩოგბურთსა და მძლეოსნობაზე ფართო სპორტული შარვლით და ჰიჯაბით თავზე დადიოდა.

სკოლაში იბტიჰაჯს დასცინოდნენ, თუმცა, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ შეურაცხყოფა ჩვეული ამბავი გახდა. ამის გამო იბტიჰაჯის მშობლები უფრო ენერგიულად შეუდგნენ სპორტის ისეთი სახეობის ძებნას, სადაც მათ შვილს ეკიპირებასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნებოდა. ასე იბტიჰაჯის მშობლებმა გადაწყვიტეს ძალები გამოეცადათ ფარიკაობაში, სადაც სპორტსმენის სახე და ტანი მთლიანად დაფარული იქნებოდა უნიფორმით. "მაშინ ნიუ-ჯერსიში ფარიკაობა თეთრკანიანების სპორტი იყო. როდესაც მე შეჯიბრებში ვმონაწილეობდი, ხშირად მესმოდა, როგორ მეძახდნენ შავს ან მუსლიმს. ეს ძალიან მტკენდა გულს", - იხსენებს 30 წლის იბტიჰაჯი.

მისი თქმით, ფარიკაობაში საჭიროა იყო "სუპერგამბედავი" და არასოდეს ყოყმანობდე. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს