"ადამიანს საკუთარი ნავიც არ ჰყავს... ოჯახი რომ არჩინოს, მტვირთავადაც უწევს მუშაობა" - რას წერენ ზაზა ნადირაძეზე სოციალურ ქსელში

"ადამიანს საკუთარი ნავიც არ ჰყავს... ოჯახი რომ არჩინოს, მტვირთავადაც უწევს მუშაობა" - რას წერენ ზაზა ნადირაძეზე სოციალურ ქსელში

ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა. ნადირაძემ 39.817 წამი დააფიქსირა და მედლამდე სულ ცოტა დააკლდა.

მის შესახებ ბევრს დღემდე არაფერი სმენოდა, ბევრმა ისიც კი არ იცოდა, რომ საქართველოს სპორტის ამ სახეობაში - ნიჩბოსნობაში, საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდა. სპორტსმენის მეგობარი ლევან ყურაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე იმ პრობლემებზე წერს, რომლის გადალახვაც 22 წლის მცხეთელ ნიჩბოსანს წარმატების მისაღწევად უწევს:

"ადამიანს, რომელსაც საკუთარი ნავიც კი არ ჰყავს, ეკიპირებას თავისი ფულით ყიდულობს და დამატებითი შემოსავლის გამო მშენებლობებზე მუშაობს ხოლმე, ჯერ ოლიმპიადაზე მოხვდა (პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამ სახეობაში გვყავდა ოლიმპიადის მონაწილე), მერე ფინალში გავიდა და იქაც სულ ცოტა დააკლდა მედლამდე.

მე-5 ადგილიც კი სასწაულია და დარწმუნებული ვარ საერთოდ არავინ ელოდა მისგან ამ შედეგს. ყოჩაღ და მადლობა ზაზა!

პ.ს. იქნება ინამუსოს სახელმწიფომ და ნავი მაინც უყიდოს ამ კაცს" - წერს ყურაშვილი პოსტში.

ნახეთ ვიდეო| რა ვიცით ზაზა ნადირაძის რთული ცხოვრებისა და იმ პირობების შესახებ, რომელშიც ოლიმპიადის წინ ემზადებოდა

კიდევ ერთ პოსტს მაგდა კლდიაშვილი აქვეყნებს ზაზას შესახებ:

"ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ, ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა. ეს ადგილი, ჩვენთვის ოქროს ტოლფასია. ეს ბიჭი, სულ 23 წლისაა, არ ჰყავს მამა და იმისთვის, რომ არჩინოს ოჯახი, ხშირად მტვირთავადაც უწევს მუშაობა. ამ ბიჭს, რამდენიმე წლის წინ, აზერბაიჯანი ეპატიჟებოდა და რომ არა დათო ქაცარავას თავდადებული ბრძოლა, დავკარგავდით მასაც. რამდენიმე წლის წლის, ნადირაძე ჩამოწერეს, რომ შენგან არაფერი დადგებაო. კანოეს ფედერაციის მწირი ფინანსები მის მომზადებას ხმარდებოდა. ოლიმპიური კომიტეტის სამოწყალო 500-ლარიანი სტიპენდია და ვინმეს მეტის იმედი ჰქონდა? მე თუ მკითხავთ, ჩვენ არც ამ მეხუთე ადგილს ვიმსახურებდით, არ დაუმსახურებია ჩვენს ქვეყანას, მაგრამ დაიმსახურა ამ ბიჭმა, რომელმაც დაუღალავად იშრომა რამდენიმე წელი, იმისთვის, რომ გაეკეთებინა ის, რაც გუშინ გააკეთა, რაც დღეს გააკეთა და მე დარწმუნებული ვარ, რომ 4 წელიწადში ზაზა ნადირაძე ოლიმპიური ჩემპიონი იქნება!! სპორტის სამინისტრო, ოლიმპიური კომიტეტი - მიხედეთ ასეთ თვითნაბად ტალანტებს!!! უპატრონეთ. დააფინანსეთ ფედერაცია, გააკეთთ ბაზა! შედეგი კარგია, მაგრამ რას აკეთებთ, წარმატებისთვის ხელშესაწყობად? არაფერს!" - წერს მაგდა კლდიაშვილი პოსტში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს