ქართველი მოდელის ნათია ჩიქოვანის საქციელი რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელებში განხილვის საგნად იქცა: გოგონამ საყვარელ მამაკაცს ლუკა ჭოჭუას ხელი თავად სთხოვა!
ნათია ჩიქოვანს სამოდელო სფეროში კარგად იცნობენ, ის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია და ხშირად ხვდება ქართული და უცხოური მოდური ჟურნალების ფურცლებზე: ბავშვობიდან სამოდელო სფეროშია, ამჯერად კი თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტოს მოდელია. ამასთან, სწავლობს ჯიპაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით და ერთ-ერთ კომპანიაში მარკეტინგის დეპარტამენტის მენეჯერია.
რაც შეეხება ლუკა ჭოჭუას, ის პროფესიით იურისტია, კონკურენციის სამართლის მიმართულებთ. მუშაობდა სახალხო დამცველის ოფისში, შშმ პირების უფლებებს იცავდა. ამჟამად კი "საზოგადოებრივ მაუწყებელში" მუშაობს სპორტული რედაქციის ჟურნალისტად და კომენტატორად.
ასევე წაიკითხეთ: გაიცანით ქართველი მოდელი, რომელმაც საყვარელ მამაკაცს ხელი სთხოვა
ნიშნობიდან 3 თვის შემდეგ ნათიამ და ლუკამ იქორწინეს. წყვილის ქორწილი 13 აგვისტოს ძალიან ლამაზ და უჩვეულო გარემოში შედგა, რაც ფოტოებიდანაც კარგად ჩანს. სტუმრების "დრეს-კოდი" თეთრი ფერი იყო და მათი უმრავლესობა სწორეს თეთრებში გამოწყობილი მივიდა წვეულებაზე.
ქორწილის წვეულების ემოციები პატარძალმა ვრცელ პოსტში გადმოსცა, რომელშიც ყველას მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის:
"მეგობებოოოო ძალიან ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც მოხვედით გუშინ მე და ლუკას ქორწილში, ძალიან დიდი მადლობა დრესს კოდის დაცვისათვის, ამეტირა რო მოვედი ისეთი სილამაზე იყო! დიდი იმედი მაქვს, რომ გაერთეთ, მე და ლუკას ძალიან გვინდოდა, რომ ეს ქორწილი ყველას განსაკუთრებულად დამახსოვრებოდა და მართლა ძალიან ბევრი ვიშრომეთ ამისთვის...
ყველა ძალიან გვიყვარხართ და დიდი იმედი გვაქვს ისეთივე "დახმარების ტალკვესი" ვიქნებით მე და ლუკა თქვენთვის, როგორებიც თქვენ იყავით ჩვენთვის", - წერს ნათია ჩიქოვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE