27-მილიონიანი აპარტამენტი ნიუ-იორკში, რომლის ხედი და ინტერიერი დაგამუნჯებთ!

27-მილიონიანი აპარტამენტი ნიუ-იორკში, რომლის ხედი და ინტერიერი დაგამუნჯებთ!

ეს საოცარი აპარტამენტი, რომლის ღირებულებაც 27 300 000 დოლარია, ნიუ-იორკში მდებარეობს. იგი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებელ სახლში One57-ში მდებარეობს, 57-ე ქუჩაზე. ბინიდან სუნთქვისშემკვრელი ხედი იშლება ცენტრალურ პარკზე, ხელის გულივით მოჩანს 305-მეტრიანი ცათამბჯენები.

თავად აპარტამენტში სამი სააბაზანო ოთახი, დიდი მისაღები ოთახი (მხოლოდ მისი ფართობი 120 კვ.მეტრია) ხედით ცენტრალურ პარკზე, სასადილო და სამზარეულოა. აპარტამენტში გათვალისწინებულია ადგილი გალერეისთვის, სადაც რეზიდენციის ახალ მფლობელს მიეცემა საშუალება, გამოფინოს საკუთარი ხელოვნების ნიმუშების კოლექცია.

ბინაში ასევე არის სამი საძინებელი, რომელთაგან ერთ-ერთში ორი საგარდერობე ოთახია, მარმარილოს სპა-აბაზანა და შუშის საუნა. აპარტამენტში არის სამრეცხაო და სატრენჟორო ოთახი პერსონალური ხედით.

დაათვალიერეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს