რას წერს "ზუმბა" მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე: "მსოფლიო დონის წარმატებული მოღვაწე და დიდი ხნის უნახავი სასურველი მეგობარი"

რას წერს "ზუმბა" მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე: "მსოფლიო დონის წარმატებული მოღვაწე და დიდი ხნის უნახავი სასურველი მეგობარი"

მუსიკოსი ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბა ბოლო რამდენიმე წელია საქართველოდან წავიდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მუსიკალური ფესტივალის "არტ გენის" დამფუძნებელი ოჯახთან ერთად კალიფორნიაში, სან ხოსეში ცხოვრობს.

ცოტა ხნის წინ მან ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელი პოსტი დაწერა კალიფორნიაში საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტზე და მასთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა:

"კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო და ძვირფასო თანამემამულეებო. მთელი გულით გეტყვით, რომ მიყვარხართ და ძალიან მომენატრეთ. სანამ ჩემი სამშობლოსთვის არაკეთილმოსურნე შესაბამისი ორგანოები ფუთფუთს დაიწყებენ, ახალი ჭორების გამოგონებას და ხალხში გავრცელებას შეეცდებიან, მსურს ისეთი პოსტი დავწერო, რომ ასევე შესაბამის საინფორმაციო სააგენტოებსაც გავუადვილო შრომა, ზედმეტი წერტილ-მძიმის ჩასწორების გარეშეც შესძლონ დაკოპირება და სურვილისამებრ, პირდაპირ "რედ"-აქციაში მიტანა.

მარტივად შევეცდები ავხსნა თუ რატომ უნდა მოგინდეს შუაგულ კალიფორნიაში მეგობრებთან ერთად გაიარო რამოდენიმე ასეული მილი და შეხვდე წარმატებულ ამერიკულ საზოგადოებას, მრავალათასიან ძველ ეთნიკურად უკრაინელ ამერიკელს და ასობით ახალ ემიგრანტს, რომლებიც თავიანთი ისტორიული სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს დიდი ფესტივალით აღნიშნავენ, ასევე შეხვდე მათ სახალხო გმირს ნადია სავჩენკოს, ინტელიგენციისა და კულტურის მოღვაწეთა სხვა წარმომადგენლებს და მათთან ერთად იზეიმო მოძმე ქვეყნის, უკრაინის მნიშვნელოვანი დღესასწაული, რასაც, შეძლებისდაგვარად, ყოველწლიურად ვაკეთებ ხოლმე. რაც ასევე მთავარია, ისარგებლო შემთხვევით და შეხვდე ფესტივალზე უკრაინელებთან ჩამოსულ ოდესის ოლქის ამჟამინდელ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ჩემი დამოუკიდებელი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მსოფლიო დონის წარმატებული მოღვაწე და დიდი ხნის უნახავი სასურველი მეგობარიცაა. აქ, შეგნებულად, მისი მმართველობის დროინდელ შეცდომებზე და ხარვეზებზე არ ვსაუბრობ, რაც გავლილმა დრომ ისედაც ნათლად წარმოაჩინა.

საქმე, ძალიან მარტივადაა და დიდ ჩაკვირვებას არ საჭიროებს:

- როდესაც ასეთი შეხვედრა სრულიად უანგაროდ, მხოლოდ ერთმანეთისადმი დიდი პატივისცემით, სიყვარულით და სამშობლოს მონატრებით ხდება.

- როდესაც ამაყი ხარ იმით, რომ მრავალათასიან პუბლიკას ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულს ქართველების სახელით ერთად ულოცავთ.

- როდესაც უკრაინულ ფესტივალზე მოსულ ამერიკაში მცხოვრებ ქართველებსაც ერთად ხვდებით.

- როდესაც ამ შეხვედრის მცირე თავისუფალ დროსაც კი არაფერს პირადულს, მხოლოდ შენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ფიქრების გაზიარებას და შეცდომების ანალიზს უთმობ.

- როდესაც ერთმანეთისგან და სამშობლოსგან შორს მყოფები, ერთმანეთის და სხვა თანამემამულეების მხოლოდ პროფესიული წინსვლის და სიახლეების გამოკითხვასაც ძლივს ასწრებ.

მაგრამ თავისუფალი სამშობლოს არა მოყვარული და არ მოსურნე პოსტ-საბჭოთა აზროვნება ამას მაინც ვერ ან არ გაიგებს. ამიტომ აქ ვწყვეტ წერას. გეტყვით მხოლოდ ერთს, ნუ ნერვიულობთ, ვიშრომოთ თავდაუზოგავად, ერთმანეთი გვიყვარდეს და ყველაფერი კარგად იქნება! ამხელა გამოცდილების მერე საქართველოს წინსვლა გარდაუვალია. ის შედგება თავისი უძველესი კულტურითა და ტრადიციებით თანამედროვე, წარმატებულ, საამაყო სახელმწიფოდ, რომლის რღვევას უკვე ვერავინ და ვეღარაფერი შესძლებს!" - წერს ფეისბუქ გვერდზე მუსიკოსი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს