ხუთი შვილის დედამ ქუთაისის მერიასთან შიმშილობა დაიწყო

ხუთი შვილის დედამ ქუთაისის მერიასთან შიმშილობა დაიწყო

ქუთაისში ხუთი შვილის დედამ მერიასთან შიმშილობა დაიწყო. ნანა დეისაძის განცხადებით, ის თაღლითური სქემის მსხვერპლია, 2008 წელს იპოთეკით დატვირთული სახლი ისე გაუყიდეს, რომ მას არ გაუგია. ნანა დეისაძეს კერძო მევახშე დღეს ბინის დაცლას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულების წესით გამოსახლებით ემუქრება. დაზარალებული დეისაძის მტკიცებით, ის გუშინ დაიბარეს პოლიციის მეორე განყოფილებაში და სახლის დაცლის განცხადებაზე ხელი ზეწოლით მოაწერინეს.

"გუშინ ვიყავი პოლიციის მეორე განყოფილებაში. მითხრეს, რომ სხვის სახლში ვარ შეჭრილი და უნდა დავცალო. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამიჭერდნენ და ჩემ შვილებს ბავშვთა სახლში გადაიყვანდნენ. "რატომ იფუჭებ თავს, რად გინდა ნასამართლეობა და შენს შვილებს რატომ ამწარებო" - მეუბნებოდნენ პოლიციის თანამშრომლები და იძულებული გავხდი ხელი მომეწერა, რომ დღეს დავცლიდი ბინას. მოვედი მერიასთან და თუ დასაჭერი ვარ, მოვიდნენ და აქვე დამიჭირონ, სხვა გამოსავალი მაინც არ მაქვს", - განაცხადა დეისაძემ.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა