ჭიათურაში, კერძო სახლში გახსნილი სკოლა, სადაც ბავშვების გაშვების ეშინიათ

 ჭიათურაში, კერძო სახლში გახსნილი სკოლა, სადაც ბავშვების გაშვების ეშინიათ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს ხუთწლიანი ნატვრა არც ახალ სასწავლო წელს აუხდებათ. სოფელში არსებული საბაზო სკოლა, რომელშიც 30-მდე მოსწავლე ირიცხება, კვლავ კერძო სახლში რჩება.

მშობლები განმარტავენ, რომ სკოლაში ბავშვების გაშვების ეშინიათ, რადგან შენობაში შესაბამისი პირობები არ არის.

"ხუთი წელია ნაქირავებ სახლშია სკოლა განთავსებული. იქ არც წყალია და არც არავითარი პირობები. დამლაგებელს მიაქვს წყალი და ერთი ჭიქიდან სვამს წყალს 30 მოსწავლე. ბავშვების სკოლაში გაშვების გვეშინია. გზა ამ სოფელში არ არის, სკოლა აქ არ არის და იცლება სოფელი," - აცხადებს ადგილობრივი მეგი ჩინჩალაძე.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა