კასპის საუბნო კომისიების წევრებად მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები აირჩიეს - ენმ-ს წევრი

კასპის საუბნო კომისიების წევრებად მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები აირჩიეს - ენმ-ს წევრი

კასპში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დიდი ნაწილი საჯარო მოხელეების, მმართველ გუნდთან დაახლოებული პირების ახლო ნათესავები არიან. ამის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი შარიფაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ასარჩევი კანდიდატების სია წინასწარ ჰქონდათ დარიგებული.

"დასანიშნი ხალხი წინასწარ "ქართულ ოცნების" ოფისში მონიშნეს, მონიშნული სიები საოლქო კომისიის წევრებს მისცეს და 19 აგვისტოს წინასწარ შერჩეული ხალხი აირჩიეს", - აცხადებს შარიფაშვილი.

შარიფაშვილი საკუთარი სოფლის მაგალითზე რამდენიმე პიროვნებას ასახელებს.

"საუბნო კომიიის წევრად საკრებულოს მაჟორიტარი წარმომადგენლის ალექსი მერებაშვილის და, ქეთევან მერებაშვილი აირჩიეს. ლევან კონიაშვილი კი, კასპის მუნციპალიტეტის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის დალი დავითაშვილის დისშვილია. კომისიის წევრად აირჩიეს ბაგა ბაღის გამგე ნანა პატარქალაშვილი" - აცხადებს შარიფაშვილი.

კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა ნონიაშვილი ამბობს, რომ კომისიის თითოეული წევრი საკუთარ არჩევანში თავისუფალია.

"საუბნო კომისიების წევრობის მსურველთა განაცხადები ეტაპობრივად შემოვიდა, თითოეულ მათგანს წარმოდგენილი ჰქონდა აპლიკაცია. შემოწმდა, მხოლოდ, აპლიკაციის შევსების სისწორე. კომისია რომელიმე მათგანის პოლიტიკურ მრწამსზე ვერ იმსჯელებს, თუ რა თქმა უნდა კონკრეტული მტკიცებულება არავინ წარუდგინა" - აცხადებს ნანა ნონიაშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა