"არაფერი მაქვს, რომ საჭმელი გავიკეთო" - ახალციხელი მარტოხელა მამაკაცი დახმარებას ითხოვს

"არაფერი მაქვს, რომ საჭმელი გავიკეთო" - ახალციხელი მარტოხელა მამაკაცი დახმარებას ითხოვს

არც საჭმელი, არც სასმელი წყალი, არც ტელევიზორი და დანგრევის პირას მისული ნაქირავები ფართი, რომელიც დეკემბერში უნდა დაცალოს - ახალციხეში, სოფელ წნისში მცხოვრები, 52 წლის გელა გოგოლაძე დახმარებას ითხოვს.

ხის სახლი, რომელშიც გელა გოგოლაძე ახლა ცხოვრობს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, 100 ლარად უქირავა. სახლში არც წყალი აქვს და არც გაზი. იატაკზე შეიძლება ნებისმიერ წუთს ჩაგიტყდეს ფეხქვეშ.

"ერთი წელია, რაც მეუღლე გარდამეცვალა და ამის შემდეგ მარტო ვცხოვრობ. არანაირი შემოსავალი არ მაქვს, არც პურის ფული", - ამბობს მამაკაცი.

საჭმელს მეზობლები აწვდიან. სამ თვეში ერთხელ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ფქვილით, წიწიბურათი და მაკარონით ეხმარება. პროდუქტების ნაწილს სოფლის მაღაზიიდან, ვალით იღებს: "აბა ჭამა ხომ მინდა, რა ვქნა?! მკლავს ის ქალი "ვალი მოიტანეო, მოვიტან მეთქი".

მას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლია: "დიაბეტი მაქვს. თვეში რამდენჯერმე საავადმყოფოში ვარ".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა