წარმატებული კურსდამთავრებულები და ლიდერი სკოლა ჩოხატაურში - გამოცდების შედეგები ცნობილია

წარმატებული კურსდამთავრებულები და ლიდერი სკოლა ჩოხატაურში - გამოცდების შედეგები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია. ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის შორენა სიხარულიძის ინფორმაციით, წელს 100%-იანი გრანტის აღება ვერცერთმა მოსწავლემ ვერ შეძლო, თუმცა წარმატებული კურსდამთავრებულები ბევრნი არიან.

70 პროცენტიანი გრანტები აიღეს: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თამთა კიკვაძემ, შუამაღლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ელისაბედ სიხარულიძემ, ვან-ზომლეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თამთა თავაძემ და სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულმა ირაკლი რამიშვილმა.

50%-იანი გრანტების მფლობელები არიან პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები: სალომე ბერიშვილი, ხატია პაიჭაძე, ნინო სურმანიძე, ანა უჯმაჯურიძე, დათო დიდია და ეკა კორიფაძე.

სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულები: რაფაელ კალანდაძე, თაკო ჩხარტიშვილი, ნანა კალანდაძე, ბექა გიორგაძე და ლაშა კალანდაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა