რა დაავადებები იკურნება იმერეთის კურორტებზე

რა დაავადებები იკურნება იმერეთის კურორტებზე

იმერეთის რეგიონში არსებული ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტები არაერთ დაავადებას კურნავს.

წყალტუბოს მინერალური წყლების ბუნებრივი ტემპერატურა +38 გრადუსია და შეთბობის გარეშე გამოყენების საშუალებას იძლევა. კურორტზე ძირითადად მკურნალობენ საყრდენ-სამოძრაო აპარატების, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური და გინეკოლოგიური პროფილის ავადმყოფებს.

მთიანი კურორტი ნუნისი ცნობილია ბუნებრივად თბილი მინერალური გოგირდოვანი წყლით, რომელსაც თავისი შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებებით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. მისი აბაზანები ცნობილია   როგორც შეუცვლელი საშუალება კანის ქრონიკული დაავადებების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიებისა და სისხლნაკლებობის სამკურნალოდ.

ნუნისი მინერალური წყლით მკურნალობენ ფსორიაზით, ეგზემით, ნეიროდერმიტით, სებორიული დერმატიტის, ქრონიკული ჭინჭრის ციების, წითელი ბრტყელი ლაქების, ნერვოზებისა და პერიფერიული სისტემით (რადიკულიტი, ნევრიტი, ნევრალგია) დაავადებულები.

საირმეში მინერალური წყლის 2 ნაირსახეობა არსებობს. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება #1 და #3 წყაროები, რომლებიც ქიმიური შემადგენლობით ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ კალციუმიან-ნატრიუმიან წყალს წარმოადგენს. მეორე ჯგუფში #4 და #5 წყაროები შედიან. ისინი ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ ნატრიუმიანი (ბორჯომის ტიპის) მინერალური წყლებია.

დადგენილია, რომ საირმის მინერალური წყალი ხასიათდება მაღალი თერაპიული ეფექტიანობით უროლოგიური და გასტროენტეროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

იხილეთ ვრცლად

kutaisipost.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა