ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო გურგენიანში ჯანაშვილების ოჯახმა დღეს დილით პოლიცია გამოიძახა.
როგორც რადიო "ჰერეთს" ტარიელ ჯანაშვილმა ცხელი ხაზის საშუალებით აცნობა, დაახლობით 05:00 საათზე, ერთ-ერთ ოთახში ფანჯრის მინა ჩაიმსხვრა. როდესაც გაიღვიძეს, ოთახში დამტვრეული თეფში და კედლებზე რამდენიმე ადგილზე ჩამოხეული შპალერი ნახეს.
ტარიელ ჯანაშვილი ამბობს, რომ მან და მისმა მეუღლემ ადამიანის მსგავსი სილუეტი დაინახეს, რომელიც თვალებით ანათებდა. პოლიცია კი მათმა შვილმა გამოიძახა.