ქეთი მელუა გორში - მომღერალი ქალაქის მერმა ერმილე მაღრაძის ტიხრული მინანქრის სახელოსნოში დაპატიჟა

ქეთი მელუა გორში - მომღერალი ქალაქის მერმა ერმილე მაღრაძის ტიხრული მინანქრის სახელოსნოში დაპატიჟა

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ერმილე მაღრაძის სახელოსნოში დაპატიჟა. ტიხრული მინანქრის სახელოსნო სტუმარმა გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელთან თეონა ცირამუასთან და ამავე გუნდის მომღერალთან სოფო მირუაშვილთან ერთად დაათვალიერა.

სახელოსნო გორის მერის ინიციატივით 2015 წლიდან სამხატვრო სკოლასთან გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატი ერმილე მაღრაძე საკუთარ სახელოსნოში შეგირდებს ტიხრული მინანქრის დამუშავებას შუასაუკუნეების საქართველოში არსებული ტექნოლოგიით ასწავლის.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა