გიორგი ვაშაძის კომენტარი ნოდარ ხადურსა და ზვიად ჯანყარაშვილთან შეხვედრაზე

გიორგი ვაშაძის კომენტარი ნოდარ ხადურსა და ზვიად ჯანყარაშვილთან შეხვედრაზე

იხილეთ ასევე: რას პასუხობს "ნაციონალებს" გიორგი ვაშაძის მეუღლე ხადურთან და ჯანყარაშვილთან გადაღებული ფოტოების შესახებ

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსა და "ქართული ოცნების" ყოფილ აღმასრულებელ მდივან ზვიად ჯანყარაშვილთან შეხვედრის საკითხზე განმარტებებს აკეთებს.

იხილეთ ვიდეო

როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩაქვში ოჯახთან ერთად ისვენებდა, სადაც მათ შემთხვევით შეხვდა.

მისივე განმარტებით, "პოლიტიკური ოპონირება არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს თავ-პირი უნდა ვამტვრიოთ".

გიორგი ვაშაძე ხადურთან და ჯანყარაშვილთან მეგობრობას უარყოფს.

"მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჩამოვედი ჩაქვში, სადაც შემთხვევით შევხვდი ამ ადამიანებს. პოლიტიკური ოპონირება არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს თავ-პირი უნდა ვამტვრიოთ. ზოგადი საუბარი გვქონდა მე და ბატონ ჯანყარაშვილს. როგორც ვიცი, ორი წელია არც ხელისუფლებაშია და არც არსად, პირველად ვნახე და გავიცანი. რაც შეეხება ხადურს, ყველას ვურჩევ სურათები გადაიღოს მათთან ერთად, იმიტომ, რომ 9 ოქტომბერს მინისტრები აღარ იქნებიან და მერე შეიძლება ვეღარც შეძლონ ეს. ვიღაცამ გადაგვიღო ფოტო და გახდა ეს სკანდალი, მეგობრული ურთიერთობა არ გვაქვს, ბავშვები მღეროდნენ და მშობლები უყურებდნენ ამ სიტუაციას, მეტი არაფერი. პატარა სასტუმროა და ყველა დამსვენებელი იქ იყრის თავს", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის, ნოდარ ხადურისა და ზვიად ჯანყარაშვილის ფოტოები, სადაც ისინი სუფრაზე ერთად სხედან, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."