წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა საახალწლოდ დანამატის სახით 29 000 ლარი მიიღო

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა საახალწლოდ დანამატის სახით 29 000 ლარი მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს, შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ზარალის ოდენობამ 76,3 მილიონ ლარს გადააჭარბა. მწვავე ფინანსური პრობლემების მიუხედავად, წლის ბოლოს კომპანიის დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა საახალწლო დანამატის სახით 29 000 ლარი მიიღო, მისმა პირველმა მოადგილემ - 25 500 ლარი, ხოლო ოთხ მოადგილეს საერთო ჯამში 85 800 ლარი ერგო, თითოეულს - 21 450 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ კომპანიის დირექტორის შრომის ანაზღაურების წლიურმა ოდენობამ 142 500 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა.

დასკვნის თანახმად, 2010 წელს კომპანიის წლიურმა ფინანსურმა ზარალმა 10 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა, 2011 წელს - 8,5 მილიონამდე ლარი, 2012 წელს - 5,3 მილიონზე მეტი ლარი, 2013 წელს - 19,5 მილიონზე მეტი, 2014 წელს - 19,8 მილიონზე მეტი, 2015 წელს კი ზარალის ოდენობამ 76,3 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამრიგად, არსებობის 5 წლის განმავლობაში საწარმოს ფინანსური ზარალის ოდენობა 140 მილიონ ლარს აღწევს.

აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ, მიუხედავად მწვავე ფინანსური პრობლემებისა, 2013 წელს კომპანიაში დასაქმებულ პირთა ხელფასებზე 14,6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო დანამატების სახით გაცემულ იქნა 2,9 მილიონამდე ლარი. 2014 წლის განმავლობაში ხელფასებში გაიცა 18,2 მილიონამდე ლარი, ხოლო დანამატის სახით - 2,5 მილიონ ლარზე მეტი.

აღსანიშნავია, რომ მარტო კომპანიის ხელმძღვანელობას 2013 წლის ივლისსა და დეკემბერში ჯამში მიღებული აქვს 219 650 ლარის დანამატი, რაც მათივე წლიური თანამდებობრივი სარგოს 99%-ს შეადგენს.

დასკვნაში მოყვანილია სხვა საგულისხმო ფაქტებიც:

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა