თუ თვალი მოკარით მამაკაცს ერთ ფრჩხილზე ლაქით, იცოდეთ, რომ ამის მიღმა ღრმა იდეა იმალება...

თუ თვალი მოკარით მამაკაცს ერთ ფრჩხილზე ლაქით, იცოდეთ, რომ ამის მიღმა ღრმა იდეა იმალება...

ბოლო ხანებში ამერიკაში გამოჩნდნენ მამაკაცები, რომლებსაც ხელზე ცალი თითი ლაქით აქვთ შეღებილი. ბევრს ეს ახალი ტრენდი ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში საქმე სულ სხვა რამესთან გვაქვს...

ეს უჩვეულო მიმდინარეობა ავსტრალიაში დაიბადა, მაგრამ ამერიკაში მალევე მიიქცია დიდი ყურადღება. მოძრაობა ჩამოაყალიბა ელიოტ კოსტელომ. მას ეკუთვნის ცალი თითის შეღებვის იდეა, რომელიც მაშინ მოუვიდა თავში, როდესაც კამბოჯაში პატარა გოგონას, სახელად თიას შეხვდა.

სანამ 10 წლის თიას კარგად გაიცნობდა, ელიოტი მასთან ისე თამაშობდა, როგორც პატარა გოგონებთან თამაშობენ ხოლმე, მათ შორის ლაქით უღებავდა ფრჩხილებს. მოგვიანებით ელიოტმა შეიტყო, რომ არასრულწლოვანი გოგონა გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. ამ ისტორიის მოყოლის დროს გოგონა ელიოტს ფრჩხილს ლაქით უღებავდა. ამბის მოსმენის შემდეგ, ელიოტმა გადაწყვიტა მუდამ შეღებილი ჰქონდეს ფრჩხილი იმისთვის, რომ არასდროს დაავიწყდეს გოგონა და მისი ტკივილი...

ამის შემდეგ ელიოტმა გადაწყვიტა მისი იდეა უფრო ფართო მასშტაბის გაეხადა და ცალ თითზე ფრჩხილის შეღებვის პრაქტიკა სექსუალური ძალადობის აღსაკვეთად და მსხვერპლთა მხარდასაჭერად გამოეყენებინა. ხუთი თითიდან ერთი შეღებილი აღნიშნავს ხუთი ბავშვიდან ერთს, რომელზეც სექსუალური ძალადობა ხორციელდება. იდეა სულ უფრო პოპულარული ხდება და უფრო მეტი მამაკაცი ერთვება ამ კამპანიაში.

მომზადებულია theearthchild.co.za-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს