ნინო გაჩეჩილაძის საპროტესტო პოსტი - "ამდენი ხე ერთდროულად როგორ შეიძლებოდა, წაქცეულიყო?"

ნინო გაჩეჩილაძის საპროტესტო პოსტი - "ამდენი ხე ერთდროულად როგორ შეიძლებოდა, წაქცეულიყო?"

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე რამდენიმე დღის წინ ბორჯომში იმყოფებოდა. კურორტი, რომელიც ულამაზესი ბუნებითაა ცნობილი და უამრავ ტურისტს იზიდავს, ფაქტობრივად ნადგურდება. ყველგან შეგხვდებათ მოჭრილი ხეები.

''ცოტა ხნის წინ წამოვედი ბორჯომიდან, წამოსვლის წინ კი "კომპოზიტორთა სახლში" ავიარე, სადაც მთელი ბავშვობა ვისვენებდი ოჯახთან ერთად.

იქ მისულს კი აი, ეს სანახაობა დამხვდა-მოჭრილი ხეები, რომელიც (როგორც დაცვამ მითხრა), ძლიერმა ქარიშხალმა წააქცია და ამიტომ მოჭრეს (რისიც არ მჯერა-ამდენი ხე ერთდროულად როგორ შეიძლებოდა, წაქცეულიყო?...)

მოკლედ, გული ჩამწყდა რასაც ჰქვია და თან უზომოდ გავბრაზდი-ის, რითიც ცნობილია ბორჯომი, როგორც ჩანს ნელნელა ნადგურდება...

კომპოზიტორთა სახლს რაც შეეხება, ის დღეს წართმეულია და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის''... განაგრძეთ კითხვა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს