რომელი მაღალჩინოსნები აფინანსებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიას 2010 წელს

რომელი მაღალჩინოსნები აფინანსებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიას 2010 წელს

2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველა მუნიციპალიტეტში აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა. იმდროინდელი სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო "ტრიუმფი" ძირითადად ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო მობილიზაციამ, ამომრჩეველთა ნების კონტროლმა და სოლიდურმა ფინანსურმა რესურსებმა განაპირობა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო კამპანიის პერიოდში მხოლოდ იურიდიული პირებისაგან 434 ფულადი შემოწირულობა მიიღო.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ პარტიის ფინანსურ შემომწირველთა შორის იყო იმ პირების კუთვნილი საწარმოებიც, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მაღალი პოლიტიკური თანამდებობები უკავიათ ან ასეთი თანამდებობის დასაკავებლად ემზადებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანია 100 000 ლარით დააფინანსა შპს "იბერია სერვისმა", რომლის პარტნიორებიც იყვნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ "ქართულმა ოცნებამ" ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტიის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

"ნაციონალური მოძრაობისთვის" ასევე 100 000 ლარი გაიღო შპს "პსპ ფარმამ", რომლის 100 % წილის მესაკუთრეა კახაბერ ოქრიაშვილი, - არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრი და "ქართული ოცნების" მიერ წალკა-დმანისის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი კანდიდატი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა