რას საყვედურობს მაკა ზამბახიძეს შვილი

რას საყვედურობს მაკა ზამბახიძეს შვილი

მომღერალ მაკა ზამბახიძის ერთადერთი ქალიშვილი, სალომე ჩიტაძე, 15 წლის არის, მაგრამ მასთან ურთიერთობაში ამას ვერ იგრძნობთ. მისი ასაკისთვის იშვიათი ფიქრიანობა და ღრმა აზროვნება ახასიათებს. სალომე წერს მუსიკას, ლექსებს, კარგად ხატავს და ამავე დროს ოცნებობს ვეტექიმობაზე. მისი მიზანია საქართველოში ადამიანებს ცხოველები შეაყვაროს. უფლის სიტყვა "გიყვარდეთ ადამიანები" მხოლო ცხოველებმა გაიგესო, გვითხრა გოგონამ ინტერვიუში, როდესაც დედა-შვილი ერთად ჩავწერეთ.

- გინდა ცხოვრება მუსიკას დაუკავშიროს?

მაკა: არ აქვს მნიშვნელობა. სალომემ ახლახან პირველად დახატა ზეთში და, მიუხედავად იმისა, რომ ხატვაზე ერთი დღეც არ უვლია, არაჩვეულებრივი გამოვიდა. ხატვის ნიჭი გენებში მაქვს, მაგრამ გენმა ჩემზე დაისვენა. სალომემ ხატვა კალმით დაიწყო. როდესაც ვკითხე, ფანქრით რატომ არ ხატავ-მეთქი, მიპასუხა, არ მინდა, შეცდომის უფლება მქონდესო. სახტად დავრჩი.

- სალომე, სცენაზე დადგომა იქნებ იმიტომ არ გინდათ, რომ გეშინიათ, ვაითუ, მაკა ზამბახიძის ჩრდილიდან ვერ გამოხვიდეთ?

სალომე: არასოდეს მეშინოდა, რომ ხალხი მაკა ზამბახიძის შვილად გამიცნობდა. დედა იმდენად კარგი ადამიანია, მისგან თუ გამიცნობენ, ესეც გამიხარდება და ჩემთვის საამაყო იქნება.

- სალომე: - ალბათ - ფიქრებით. მე ცხოვრებისადმი სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს, დედას - სხვანაირი.

- ვეტექიმობამ რატომ დაგაინტერესათ?

- სალომე: ბავშვობიდან მიყვარს ცხოველები:

მაკა: ცოფის საწინააღმდეგო იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული და ცხოველს როგორი დაავადებაც უნდა ჰქონდეს, მასთან ურთიერთობის დროს არაფერი მემართება. საქართველოში ცხოველები სითბოს არიან მოკლებული. მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო, რომ ხალხმა ცხოველებს მეტი პატივი სცეს. ვფიქრობ, იმსახურებენ, რადგან უფლის სიტყვა - "გიყვარდეთ ადამიანები", მხოლოდ ცხოველებმა გაიგეს.

მაკა: სალომეს ფილოსოფოსას ვეძახი.

სალომე: ნერვები მეშლება, როდესაც ფილოსოფოსას მეძახი, რადგან მგონია, ირონიით მეუბნები.

მაკა: არა, ფილოსოფოსები ძალიან ჭკვიანები არიან.

- მაკა, თქვენი დროის რა ნაწილი ეკუთვნის სალომეს?

მაკა: სალომეს სულ ჩემი დანაკლისი აქვს, ამას განიცდის.

სალომე: მამის გარეშე გავიზარდე და ფაქტობრივად დედის გარეშეც.

მაკა: აბუქებ.

სალომე: არ ვაბუქებ, სულ ბებოსთან ვიყავი. ჩვენ ერთმანეთის გარეშე ბევრი დრო დავკარგეთ.

- მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

სალომე: მამას ყველაფერს ვუყვები. ვფიქრობ, ბოლო დროს გული ზედმეტადაც კი გადავუშალე, მაგრამ დასამალი არაფერი მაქვს, შეიძლება ბევრს რაღაცები დაემალა, მაგრამ ვამჯობინებ, ვთქვა, ვიდრე სხვისგან გაიგონ.

მაკა: სალომეს მამა საქართველოში რომ ჩამოდის, სულ მასთან ერთადაა. ძალიან უყვარს მამის ნათესავები. როგორც მე და სალომეს გვაქვს უთანხმოებები, ისე მამა-შვილს შორის არსებობს გარკვეული უთანხმოებები, მაგრამ მთავარია, რომ მათ შორის მამაშვილური ძაფი არსებობს.

ქეთი დინოშვილი

ჟურნალი "სარკე"

"არ იტიროთ, ხალხო... ანიტამ დაგვავალა, მისი სახელით არასდროს გაჩერდეს სიკეთე" - ანი­ტა ფა­ცა­ციას მშობლების მიმართვა, რომელსაც უცრემლოდ ვერ მოისმენთ

მნიშვნელოვანი სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩაბარდება

ქართველი ლექტორის და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ამბავი - "საკუთარი რელიგია შექმნა... სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდა"