მე-19 საუკუნის ქართული თეთრი

მე-19 საუკუნის ქართული თეთრი

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, ე.წ. თბილისის გუბერნია რუსეთის დაპყრობითი ომების პლაცდარმად იქცა. რუსულ ჯარსა და გუბერნიის რუსულ ადმინისტრაციას ხელფასს უხდიდნენ ასიგნაციებით (ქაღალდის ფულით) და ოქროს ე.წ. ლობანჩიკებით, რომელიც აღმოსავლეთში პოპულარული ჰოლანდიური დუკატების უკანონო მინაბაძი იყო. ადგილობრივ ბაზარზე ქაღალდის ფულს გასავალი არ ჰქონდა. ლობანჩიკების ფასი კი ვერცხლთან მიმართებაში თანდათან ეცემოდა. ამის ძირითადი მიზეზი ვერცხლის ფულის ნაკლებობა იყო.

მიმოქცევაში ჯერ კიდევ შემორჩა ერეკლე II-ის დროინდელი მაღალხარისხიანი ვერცხლის სირმა აბაზები. ვინაიდან გზის სიშორისა და კავკასიის მთიელებთან წარმოებული ომების გამო, რუსეთიდან ვერცხლისა და სპილენძის ფულის ტრანსპორტირება ვერ ხერხდებოდა, 1804 წლიდან თბილისში აღადგინეს ზარაფხანა, სადაც იჭრებოდა ქართულ წარწერიანი ვერცხლისა და სპილენძის ფული ერეკლე II-ის დროინდელი ფულადი სისტემით, რომლის უკნინესი ერთეული დინარი იყო, რაოდენობა კი მონეტაზე ქართული ასოებით აღინიშნებოდა. ზარაფხანა მოქმედებდა 1834 წლამდე და ჭრიდა ვერცხლის ორაბაზიანებს ("უ" 400), აბაზიანებს ("ს" 200), ნახევარაბაზიანებს ("რ" 100). სპილენძის ბისტს ("კ" 20), ნახევარ ბისტს ("ი" 10) და ფულს ("ე" 5).

ორი აბაზი. ვერცხლი. თბილისი. 1806 წ.

Av. გვირგვინი. პალმისა და ზეთისხილის ტოტები. ქართული ზედწერილი: "ტფილისი".

Rv. ქართული ზედწერილი "უ" - (400) ქართული თეთრი ჩყვ (1806 წ.). რუსული ზედწერილი: ზარაფის ინიციალები "AK".

გაიგეთ მეტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" შესახებ

გამოიწერეთ მონეტების წიგნი-ალბომი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს