ვერძი
დილას აუჩქარებლად იმოქმედეთ. ახალი საქმეები შუადღიდან დაიწყეთ. მოერიდეთ დაპირისპირებას მშობლებთან, საყვარელ ადამიანთან, ნათესავებთან. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ; ან დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას, გართობას.
კურო
მეტად გამოავლინეთ დისციპლინა მუშაობისას. განსხვავებული აზრისა და გემოვნების გამო მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას შეძლებთ.
ტყუპი
სწორად გადაანაწილეთ დრო. კრიტიკულად შეაფასეთ თქვენი საქმეები. მოსალოდნელია ფულის ხარჯვა საოჯახო ნივთების შეძენაზე, სწავლაზე ან გართობასა და დასვენებაზე. ახალი საქმეები საღამოსკენ დაიწყეთ. დაგისტაბილურდებათ პირადი ცხოვრება.
კირჩხიბი
მიმდინარე საქმეების მიმართ მეტი ყურადღება გმართებთ. გამონახეთ დრო ბინის მოსაწყობად, ყვავილების მოსავლელად, ესთეტიკური საქმიანობისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. საღამოს გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
ლომი
დღის პირველი ნახევარი რუტინულ საქმეებს დაუთმეთ. შუადღიდან ენერგიის მომატებას იგრძნობთ და მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. წარმატებული დღე ელით აგვისტოში დაბადებულებს. აიმაღლებთ ავტორიტეტს გარშემო მყოფებში, გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება.
ქალწული
დილით მოთმინებით აღიჭურვეთ. შეიძლება გარშემო მყოფებმა თქვენი მოთმინებიდან გამოყვანა მოინდომონ. საქმეებში წარმატება გელით. სწორად შეაფასეთ მოვლენები. შეეხმიანეთ მეგობრებს.
სასწორი
ყურადღებით იყავით, განსაკუთრებით დილით. შეიძლება საქმეები ისე არ წარიმართოს, როგორც გსურდათ. მოერიდეთ უთანხმოებას მშობლებთან, უფროსთან, განსაკუთრებით ოქტომბრის შუა რიცხვებში დაბადებულები. შემოქმედებითი საქმიანობით ან ბიზნესით გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
მორიელი
დილას მეტად დაისვენეთ. ახალი საქმეები შუადღიდან დაიწყეთ. მოიმატებს მგრძნობიარობა და ემოციურობა. თუ გაქვთ მიზანი, საღამოს დაიწყეთ მისი განხორციელება და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდებით. საღამო საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.