ირაკლი ღარიბაშვილი ცოლის დაქალებთან - მეუღლისა და მეგობრების სიურპრიზი იუბილარ ნუნუკა თამაზაშვილს

ირაკლი ღარიბაშვილი ცოლის დაქალებთან - მეუღლისა და მეგობრების სიურპრიზი იუბილარ ნუნუკა თამაზაშვილს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ხვალ იუბილარია. ნუნუკა თამაზაშვილი 33 წლის ხდება. როგორც ჩანს, იუბილემდე ერთი დღით ადრე ექსპრემიერის მეუღლეს მეგობრებმა სიურპრიზი მოუწყეს და დაბადების დღე ფერადი ბუშტებით მიულოცეს.

ნუნუკა თამაზაშვილის მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტო ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ გამოაქვეყნა. ფოტოებში ირაკლი ღარიბაშვილიც ჩანს.

შეგახსენებთ, ერთი თვის წინ ღარიბაშვილი-თამაზაშვილის წყვილს მეოთხე შვილი შეეძინათ. ისინი გოგოს მშობლები გახდნენ, რომელსაც ნინო დაარქვეს.

ასევე ნახეთ: როგორ გამოიყურება ორი კვირის ნინო ღარიბაშვილი - ექსპრემიერის ქალიშვილის ახალი ფოტო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს