ყაზბეგი-თუშეთის და ახმეტა-თიანეთის გზების რეაბილიტაციის პროექტები არ არსებობს - ick.ge

ყაზბეგი-თუშეთის და ახმეტა-თიანეთის გზების რეაბილიტაციის პროექტები არ არსებობს - ick.ge

"უახლოეს დღეებში ალბათ გამოვლინდება კომპანია, რომელიც დაიწყებს ახმეტა-თიანეთის გზის მშენებლობას და ეს იქნება ახმეტისთვის ახალი სიცოცხლის მიცემის შანსი"; "თბილისიდან თუშეთამდე ევროპული სტანდარტების გზა აშენდება იმისათვის, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა", - პრემიერ- მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ამ განცხადებების მიუხედავად, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ ჯერ არც ახმეტა-თიანეთის გზის რეაბილიტაციის და არც სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის გზის მშენებლობის პროექტები არ არსებობს.

4 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტაში "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული წარადგინა. ამომრჩევლებთან შეხვედრისას გელა სამხარაულმა აღნიშნა: "უახლოეს დღეებში ალბათ გამოვლენილი იქნება კომპანია, რომელიც დაიწყებს გზის მშენებლობას ახმეტა-თიანეთის მიმართულებით და ეს იქნება ახმეტისთვის ფაქტობრივად ახალი სიცოცხლის მიცემის შანსი, ვინაიდან დღეს ახმეტა ჩიხია. ამ ყველაფერს მოყვება ტურიზმის განვითარება".

ახმეტა-თიანეთის გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა. სამინისტროში გვითხრეს, რომ პროექტი თიანეთი-ახმეტის საავტომობილო გზის 28 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისმობს და მისი განხორციელება უკვე იწყება.

"გზის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი დააფინანსებს. 28 კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება-მშენებლობა პარალელურ რეჟიმში განხორციელდება. ამ ეტაპზე, მსოფლიო ბანკთან სატენდერო დოკუმენტაციის შეთანხმების პროცედურები მიმდინარეობს", - განაცხადა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობასაც დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ ახმეტა-თიანეთის გზის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო შეთანხმებაც კი არ არის მიღწეული და ამ ეტაპზე ტენდერის გამოცხადებაზე საუბარი ნაადრევია.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა