ჩხუბი ხაშურის საოლქო კომისიაში - თავმჯდომარისთვის ნასროლი ჭიქა მდივანს მოხვდა

ჩხუბი ხაშურის საოლქო კომისიაში - თავმჯდომარისთვის ნასროლი ჭიქა მდივანს მოხვდა

ხაშურის 35-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარემ იმედო ლაცაბიძემ და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა დავით მეტრეველმა იჩხუბეს. მეტრეველის მიერ თავმჯდომარის მისამართით გასროლილი ჭიქა მდივანს, ლია პირმისაშვილს მოხვდა.

კამათი მხარეებს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ლაცაბიძე და ლია პირმისაშვილი ყვებიან, რომ დავით მეტრეველმა ჭიქა ისროლა.

"ჭიქა მესროლა, ავიცილე. ჯერ კედელს მოხვდა და შემდეგ მდივანს", - ამბობს იმედო ლაცაბიძე.

ფაქტს საოლქო კომისიის მდივანი ლია პირმისაშვილი ადასტურებს. "იმედო ლაცაბიძე მოგიყვებათ უკეთესად, რაც მოხდა. ჩვენ მაშინვე პოლიცია გამოვიძახეთ, მოვიდნენ, ჩვენებები ჩამოგვართვეს და შედგა ოქმი. გამოძიება მიმდინარეობს", - ამბობს ოლქის მდივანი ლია პირმისაშვილი.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით (ცემა) დაიწყო. დავით მეტრეველს საოლქოს წარმომადგენლის სტატუსი ჩამოართვეს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა