რუსეთში ინდუსტრიული ქალაქის მახლობლად მდებარე მდინარე მოულოდნელად სისხლისფერი წითელი გახდა. თუმცა ეს არ გახლავთ რაიმე მისტიკური მოვლენა. პრობლემის მიზეზი ქარხნისგან გაჟონილი ნიკელია.
სისხლისფერი მდინარის ფოტოები მთელ ინტერნეტს მოედო. გამომწვევი მიზეზი ჯერ დაზუსტებული არაა, მაგრამ ნორილსკის მცხოვრებნი ამბობენ, რომ მსგავსი რამ აქამდეც არაერთხელ მომხდარა და ახლოს მდებარე ნიკელის ქარხანაა ყველაფერში დამნაშვე.
"ნორილსკის ნიკელი", კომპანია, რომელიც ფლობს ქარხანას, უარყოფს მდინარეში საწარმოო ნარჩენების გაჟონვის ფაქტს, თუმცა რუსეთის ბუნებრივი რესურსების და ეკოლოგიის მინისტრი აცხადებს, რომ მდინარე ქარხნის მილიდან გაჟონვის შედეგად გაწითლდა და გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
მომზადებულია gizmodo.com-ს მიხედვით.