"ბიპის" სამშენებლო სამუშაოები და დატბორილი ნაკვეთები - ახალციხეში გლეხებს მოსავალი ულპებათ

"ბიპის" სამშენებლო სამუშაოები და დატბორილი ნაკვეთები - ახალციხეში გლეხებს მოსავალი ულპებათ

ახალციხეში, სოფელ წნისში, მდინარე მტკვრის სანაპიროსთან მდებარე ნაკვეთები იტბორება. აქ ადგილობრივებს დაახლოებით ორ ჰექტარ ფართობზე კარტოფილი უთესიათ. გლეხებს მოსავალი ულპებათ.

"ათეული წლებია აქ კარტოფილს ვთესავთ და არასდროს დატბორილა. რაც "ბიპიმ" მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ნაპირსამაგრის მშენებლობა დაიწყო, წყალი გადაკეტეს სამუშაოებში ხელი რომ არ შეშლოდათ, აქეთ კალაპოტმა ვეღარ გაატარა და გადმოვიდა. 12 ტონა კარტოფილი უნდა ამეღო. ახლა ვეღარაფერს ავიღებ. ეს საფურაჟედაც არ გამოდგება, საქონელს რომ ვაჭამო", - ამბობს წნისის მკვიდრი მევლუდი გოგოლაძე, რომელსაც კარტოფილის ნათესი დაეტბორა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დატბორილ ნაკვეთებში მოსავლის აღება შეუძლებელია, წყალის დონე კი ნელ-ნელა იმატებს და აქ სხვა ადგილობრივების ყანებიც დაიტბორება. წნისში ეს ნაკვეთების დატბორვის პირველი შემთხვევა არ არის. ადგილობრივების თქმით, აქ ყანები დაახლოებით ერთი თვის წინაც დაიტბორა.

"მაშინ დაიწყო "ბიპიმ" სამუშაოების შესრულება. ოღონდ ყანებში წყალი შედარებით ნაკლები იყო. მერე "ბიპის" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, მაგრამ აქ ყველაფერი ჩვენს გარეშე ნახეს", - ამბობს მევლუდ გოგოლაძე.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა