ვინ ესწრებოდა ჟურნალისტების გარდა ივანიშვილის შეხვედრას ზუგდიდში?

ვინ ესწრებოდა ჟურნალისტების გარდა ივანიშვილის შეხვედრას ზუგდიდში?

ზუგდიდში, კომბინატის კულტურის სახლ "ოდიშში" საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ჟურნალისტების გარდა საზოგადოების სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ პედაგოგები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, საზოგადოება "ზუგდიდელის" წევრები, დადიანების მუზეუმის თანამშრომლები და სხვები.

მე-3 სკოლის პედაგოგის ქეთი ურეკაძის თქმით, მათ ივანიშვილს სკოლის სახელით, კოლეგის შვილის დახმარების თხოვნით მიმართეს. "ბავშვის მკურნალობას ძალიან დიდი თანხა სჭირდება. შუამდგომლობა ვთხოვეთ სოლიდარობის ფონდთან, გვითხრა, გავითვალისწინებო", - განუცხადა "ათინათს" ქეთი ურეკაძემ.

"ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი კაცი, რომელიც თავისი საკუთრებიდან ქვეყანაში აბანდებს ფულს და ამას აკეთებს ყოველგვარი პროცენტების გარეშე, მევახშე არ არის, ის არის საქართველოსთვის თავდადებული კაცი", - განაცხადა საზოგადოება "ზუგდიდელის" თავმჯდომარემ მურმან ნაჭყებიამ.

იხილეთ ვრცლად radioatinati.ge-ზე

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა