რას უშვება ეკრანთან ხანგრძლივი ჯდომა თვალებს

რას უშვება ეკრანთან ხანგრძლივი ჯდომა თვალებს

”ციფრული თვალის გაღიზიანება” ახლა უკვე რეალური დაავადებაა, რომელიც ციფრულ ეკრანთან ორი ან მეტი საათით ჯდომის შემდგომ თვალების ტკივილს იწვევს. რაც მეტ დროს ატარებთ კომპიუტერთან, მით იმატებს სიმპტომები - თავის ტკივილი, დაბურული მხედველობა, თვალების წვა და ძილის რეჟიმის დარღვევა. ზრდასრული ამერიკელების ორ-მესამედს ”ციფრული თვალის გაღიზიანება” უკვე აწუხებს.

ჩვენი სხეული და თვალები არ არის მოწყობილი თანამედროვე ციფრული ცხოვრების და დამუშაო ადგილებისთვის. ზიანი, რომელსაც თვალებს ვაყენებთ, რეალურია, თუმცა შეიძლება მტკივნეული შედეგების თავიდან არიდება.

კომპიუტერების, ტელეფონების და ტაბლეტების ეკრანები ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. ახალი კვლევის თანახმად, ამერიკელების უმრავლესობა იტანჯება თვალის ციფრული გაღიზიანებით, რასაც მოსდევს კისრის და მხრების ტკივილი, თვალის სიმშრალე, თავის ტკივილი, დაქვეითებული მხედველობა. დაზარალებულების რაოდენობა ახალგაზრდებში გაცილებით დიდია.

ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად მარტივი ცხოვრებისეული ცვლილებებია საჭირო. ყველაზე მარტივია 20-20-20-ს წესის დაცვა. მუშაობისას ყოველ ოც წუთში ოცი წამით ეკრანს ოცი ნაბიჯით მოშორდით. აგრეთვე უფრო ხშირად უნდა ახამხამოთ თვალები. ეკრანზე ყურება აფერხებს ხამხამის რაოდენობას. აგრეთვე არსებობს ანტირეფლექტური ლინზები, რომლებიც ეკრანის შუქს კონტრასტულად აღიქვამს. ერთი სიტყვით, ტექნოლოგია დიდი ტემპით ვითარდება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ერთი წყვილი თვალი გვაქვს, ამიტომ გვმართებს მოვუფრთხილდეთ მათ.

მომზადებულია weforum.org-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს