1. "სოსისების წვეულება"
ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ საბავშვო ანიმაციასთან გვაქვს საქმე, თუმცა, "სოსისების წვეულების" შემქმნელები მკაცრად გვაფრთხილებენ, რომ ეს ფილმი მხოლოდ ზრდასრულთათვისაა. "სუპერ-მარკეტის" მეგობრები აცნობიერებენ თავიანთი არსებობის მიზეზს, ყველაფერი სწორედ აქედან იწყება.
ფილმი დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიასა და რუსეთში 2 სექტემბერს გამოდის.
2. "სინათლე ოკეანეებს შორის"
რომანტიკული დრამა, რომელშიც 1920-იან წლებში ვითარდება მოვლენები. ომის ვეტერანი და თავისი ცოლი არაფორმალურად აიყვანენ ბავშვს, რომელიც სანაპიროზე გამორიყული იპოვნეს.
დრამა კანადასა და აშშ-ში 2 სექტემბერს, ხოლო 8 სექტემბერს, არგენტინაში, სერბეთსა და გერმანიაში გამოდის.
3. "შეყვარებულები და დესპოტი"
"ფილმი, რომელიც უცხოელების ცხოვრებას ყველაზე ობიექტურად აღწერს," -ასე ახასიათებს ახალ ეკრანიზაციას ჰოლივუდის რეპორტიორი, ტოდ მაკარტი. დოკუმენტური ფილმი სამხრეთ კორეელი ყოფილი მსახიობის ინტერვიუზეა დაფუძნებული. მსახიობი ცოლთან ერთად კიმ იუნგის აგენტებმა მოიტაცეს და უბრძანეს, რომ ჩრდილოეთ კორეის კინემატოგრაფიაზე ეზრუნა. კრიტიკოსებმა ფილმი დადებითად შეაფასეს. წაიკითხეთ გაგრძელება