"ხდება ხოლმე, როცა ადამიანებს ნერვები უმტყუნებთ" - თინა ხიდაშელი ივანიშვილის განცხადებაზე

 "ხდება ხოლმე, როცა ადამიანებს ნერვები უმტყუნებთ" - თინა ხიდაშელი ივანიშვილის განცხადებაზე

ივნიშვილი აკრძალული მეთოდებითაც ცდილობს მხარი დაუჭიროს "ქართულ ოცნებას"... მას მანამდე არასდროს გამოუვლენია მსგავსი დამოკიდებულება დათო უსუფაშვილის მიმართ, მაგრამ ხდება ხოლმე, როცა ადამიანებს ნერვები უმტყუნებთ, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "PALITRANEWS"-ის გადაცემაში "ჩემი კითხვა".

როგორც მან განმარტა, ივანიშვილის გაბრაზების მიზეზი ის არის, რომ დათო უსუფაშვილზე გავლენა ვერ მოახდინა და ისეთი გავლენის ქვეშ ვერ მოაქცია, როგორშიც პრემიერი კვირიკაშვილია, დღეს რეგიონებში ხელჩაკიდებული რომ დაატარებს მაჟორიტარობის კანდიდატებს. ეს არის მიზეზი მისი გაბრაზების. მან ვერ მოგვაქცია მისი გავლენის ქვეშ.

"ყველას და ყველას მისი ადგილი აქვს. დიდ პატივს ვცემთ იმ ფეხბურთელებს ვინც ახლა "ოცნებაში" არიან, მაგრამ უმჯობესია ჩვენ ყველა ჩვენს საქმეში ვიყოთ ჩემპიონები.

რაც შეეხება მამუკა გოგიჩაიშვილი თუ დაამარცხებს დავით უსუფაშვილს, ეს იქნება საბურთალოს მოსახლეობის მარცხი", -აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ასევე იხილეთ: "ეს არის რეპრესიის მანქანა და ახალგაზრდების შანტაჟის მექანიზმი" - თინა ხიდაშელი ქვეყანაში მოქმედ ნარკოპოლიტიკაზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."