"ბიჭი ციხიდან 2 წელია გამოსულია, მკურნალობდა..." - რას ყვება ადვოკატი ყიფშიძის ქუჩაზე ავტოხელოსნის მკვლელობაში ბრალდებულზე

"ბიჭი ციხიდან 2 წელია გამოსულია, მკურნალობდა..." - რას ყვება ადვოკატი ყიფშიძის ქუჩაზე ავტოხელოსნის მკვლელობაში ბრალდებულზე

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოს თანამშრომლის, რამაზ მჭედლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ კონსტანტინე ლაშქარაშვილის ადვოკატის, ცისმარ ონიანის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

როგორც ონიანმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, ამას ადასტურებს 2 წლის წინ, სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გაცემული ცნობაც, სადაც წერია, რომ ლაშქარაშვილს ფსიქოლოგიური აშლილობა და ჰალუცინაციური მოვლენები აქვს.

ონიანის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყო და ფსიქოტროპულ წამლებს იღებდა.

"ეს ბიჭი ციხიდან 2 წელია გამოსულია, რის შემდეგაც მკურნალობდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაცემულ ცნობაში პირდაპირ წერია - ფსიქოლოგიური აშლილობა, ჰალუცინაციური მოვლენები. გამოსაკითხად როდესაც მივედი, არ იყო ადეკვატური კითხვებზე და მეუბნეოდა - მე არაფერი ვიცი, ცოლის მოსაყვანად მივდიოდიო და ა.შ. შემდეგ, მის მშობლებს გამოვართვი ცნობა, რომელიც არის თვითონ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაცემული. ამ ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა მედიკამენტით, ფსიქოტროპული წამლებით მკურნალობდა და იმყოფებოდა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

იმ დღის მდგომარეობა ვერ გვეცოდინება. პროკურატურამ დანიშნა ექსპერტიზა და ველოდებით რა დადგინდება. ექსპერტიზა ტარდება მის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. არავინ იფიქროს, რომ ის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, არის ხონში შესაბამისი დაწესებულება და იქ მოიხდის სასჯელს", - განაცხადა ონიანმა.

ყიფშიძის ქუჩაზე რამაზ მჭედლიშვილი რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული კონსტანტინე ლაშქარაშვილი რამდენიმე საათში დააკავეს.

წაიკითხეთ: "ერთი ტყვია მოხვდა, მაგრამ გულიანად ყველაფერი გაიარაო..." - როგორ იხსენებს ზურაბ შარია ყიფშიძეზე მოკლულ რამაზ მჭედლიშვილს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ