საოცარი ისტორია 11 სექტემბერს აღმოჩენილ ფოტოზე

საოცარი ისტორია 11 სექტემბერს აღმოჩენილ ფოტოზე

მისტიკური ქორწილის ფოტოს ისტორია, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აღმოაჩინეს ნიუ იორკში, გასულ კვირას, როგორც იქნა, გაირკვა. ელიზაბეტ სტრინგერ კიფიმ მოახერხა იმ ადამიანების აღმოჩენა, რომლებიც ფოტოზე არიან ასახული. მას შემდეგ, რაც მეგობარმა კიფის ფოტო გადასცა, ტერაქტის ყოველ წლისთავზე ცდილობდა გაერკვია, ვის ეკუთვნოდა ის. წელს მორიგი ტვიტერ-პოსტის შემდეგ, მას მამაკაცი, სახელად ფრედ მეიჰი გამოეხმაურა. მან არა მხოლოდ იცოდა, თუ ვინ იყვნენ ფოტოზე, თავად იყო ერთ-ერთი მათგანი. როგორც გაირკვა, ფოტოზე აღბეჭდილი ყველა ადამიანი ცოცხალი ყოფილა.

მეიჰის სამსახურში კედელზე ჰქონდა მიმაგრებული ფოტო. 2001 წლის 11 სექტემბერს, როდესაც თვითმფრინავი ცათამბჯენს შეეჯახა, მეიჰი ჯერ კიდევ მეტროში იყო და სამსახურში მიდიოდა. ”11-მა სექტემბერმა შემცვალა. ამ დღეს დავინახე ადამიანობის ყველაზე ცუდი მხარე, თუმცა მეორე დღეს უკვე ადამიანების საუკეთესო მხარეც ვიხილე. ელიზაბეტი 13 წელი ეძებდა ფოტოზე გამოსახულ ადამიანებს, ეს ბევრზე მეტყველებს.”

შეხვედრის შემდეგ კიფი და მეიჰი დამეგობრდნენ და მადლიერების დღის გატარებას ერთად აპირებენ.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს