"მაგ ქალბატონს კომფორტი უყვარსო, და იმიტომ წავიდაო, უბრძანებია!" - ნინო კუზანოვა ბურჭულაძეს პასუხობს

"მაგ ქალბატონს კომფორტი უყვარსო, და იმიტომ წავიდაო, უბრძანებია!" - ნინო კუზანოვა ბურჭულაძეს პასუხობს

კუზანოვების რძალი, კარდიოლოგი ნინო ნადირაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პატა ბურჭულაძის გნაცხადებას ეხმაურება, რომელიც მან "TV პირველის" ეთერში ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას გააკეთა.

"მაგ ქალბატონს კომფორტი უყვარსო, და იმიტომ წავიდაო, ბურჭულაძეს უბრძანებია!))))) რაც მე მიშრომია დისკომფორტში ცხოვრების მანძილზე (ამას ყველა დაადასტურებს ვინც მიცნობს) იმდენი მეჭეჭი მაგას ენაზე და სახმო იოგებზე)))))) და კიდევ, ვისაც არ უყვარს კომფორტი, პირველი იმან მესროლოს ქვა!", - წერს ნინო ნადირაძე-კუზანოვა.

"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ პარტიიდან წასული ცნობილი სახეების შესახებ ინგა გრიგოლიას გადაცემაში კომენტარი გააკეთა, მათ შორის ნინო ნადირაძის შესახებ:

"დღენახევრის მოსული იყო, შეხედა სიტუაციას და რომ ნახა არ იყო კომპორტული სიტუაცია წავიდა, კომფორტსაა მიჩვეული ეგ ქალბატონი და ძალიან კარგია იცხოვროს კომპორტულად", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ნინო ნადირაძე-კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია ივნისში დატოვა.

"ნამდვილად დავტოვე პაატა ბურჭულაძის პარტია. ის ხალხი, ვინც იქ ირეოდა, ჩემს მსოფლმხედველობასთან დიამეტრიულად დაშორებული იყო. ის პოლიტიკური პროგრამაც ბუნდოვანი იყო. მოკლე დროში მივიღე პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილება და მესამე დღეს მივხვდი რომ სხვაგან მოვხვდი", - განაცხადა მაშინ ნინო კუზანოვამ.

ნინო ნადირაძე-კუზანოვა პარტიის ყრილობის დღეს აცხადებდა, რომ პარტიის საარჩევნო სიაში შევიდოდა, რადგან თავის თავს ცენტრალურ მოთამაშედ მიიჩნევდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს