23 წლის გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს

23 წლის გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს

23 წლის მარიამ შაქარაშვილი ჩინეთში გამოფენაზე უკვე მეორედ მიიწვიეს. მისი ნახატები ჯერ პეკინში გამოფინეს, ამჯერად, შანხაიდან გამოუგზავნეს მიწვევა. მარიამ შაქარაშვილის ნახატებს გერმანიის ელჩმა საკუთარი რეზიდენციაც დაუთმო. გამოფენის შემდეგ, სამი ნამუშევარიც შეიძინა.

მარიამის ნახატებმა საქართველოს თითქმის ყველა გალერეის კედლები მოიარა.

მარიამ შაქარაშვილი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტია. მან მეგობრებთან ერთად არტ ჯგუფი "ფერადი კაბრიოლეტი" ჩამოაყალიბა და გამოფენებს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მართავენ.

"ჩვენს ჯგუფს ჰქონია არაერთი წარმატება, იგულისხმება საზღვარგარეთ გასვლები და საერთაშორისო პროექტები, ვართ საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულნი. ჩვენი გამოფენები ხშირად იმართება საქართველოს სხვადასხვა გალერეასა და "თიბისი ბანკის" გალერეებში, სადაც დაცულია ჩემი რამდენიმე მეგობრის ნამუშევრები" - ამბობს მარიამ შაქარაშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა