"წალეკა თბილისი შენ დროს ჰეროინმა და გატაცებებმა, მაფიოზები საპრეზიდენტო ესკორტით ჩამოდიოდნენ" - რას უხსენებს გამსახურდია ნარჩემაშვილს

"წალეკა თბილისი შენ დროს ჰეროინმა და გატაცებებმა, მაფიოზები საპრეზიდენტო ესკორტით ჩამოდიოდნენ" - რას უხსენებს გამსახურდია ნარჩემაშვილს

ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე "რუსთავი 2"-ის ეთერში ყოფილი თავდაცვისა და შს მინისტრების - თინა ხიდაშელისა და კობა ნარჩემაშვილის დებატებს ეხმაურება:

"მოკლედ, გუშინ ვუყურე ხიდაშელი-ნარჩემაშვილის დებატებს, ასფალტის კატოკივით გადაუარა ნარჩემაშვილს. სტიგმატიზაციაო, ხალხი გადაწყვეტს 8 ოქტომბერსო, საცოდავად ლუღლუღებდა :)))))

ნაჭამი გაქვს? გაქვს. ყველაზე კორუმპირებული, ჯალათი პოლიციის მინისტრი იყავი. წალეკა თბილისი შენ დროს ჰეროინმა და გატაცებებმა, მაფიოზები საპრეზიდენტო ესკორტით ჩამოდიოდნენ დედაქალაქში. ასაძაღლებელ ედიკას ჩაყევი საფლავში კინაღამ. წლების მერე რაღატომ იბანძებ თავს, და აბანძებ შენს გუნდსაც, დაეგდე იმ შენ აზერბაიჯანში, სადაც იყავი და ამუშავე ის შენი ორი თუ სამი ჭაბურღილი!

თუ არა გჭირდეს ჭირიო, ტ**ში ითხარე ჩხირიო, სწორად უთქვამს ქართველ კაცს, რა".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს